2026 წლის 6 თვეში, საქართველოს ენერგეტიკაში 41.2 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა.
საქსტატის თანახმად, პირველ კვარტალში ამ დარგში 31.9 მილიონის FDI შემოვიდა, II კვარტალში კი მხოლოდ - $9.3 მილიონი.
BMG-ის მიერ საქსტატიდან გამოთხოვილი სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 41 მილიონი დოლარიდან $17.7 მილიონის უცხოური ინვესტიცია შემოვიდა ნიდერლანდებიდან, $6 მილიონი თურქეთიდან. ასევე, ქართულ ენერგეტიკაში FDI დაფიქსირდა გერმანიიდან, ჩინეთიდან, ესტონეთიდან, უკრაინიდან და ა.შ. მაგრამ მათ მოცულობას საქსტატი არ ასახელებს.
საქსტატი, ქვეყნების გასწვრივ, FDI-ს მოცულობას მრავალწერტილით მაშინ აღნიშნავს, თუ ამ ქვეყნიდან 1 ან 2 კომპანია საქმიანობს სფეროში და შესაძლებელია, მათი იდენტიფიცირება და შესაბამისად, მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციის ოდენობის გაგება, რაც კომერციული საიდუმლოებაა.
FDI ენერგეტიკაში |2026 წლის I-II კვარტალი| სულ $41,2 მილიონი
|
მარშალის კ-ები |
... |
||
|
ნიდერლანდები |
17,734.9 |
||
|
გერმანია |
... |
||
|
თურქეთი |
6,146.4 |
||
|
ჩინეთი |
... |
||
|
ესტონეთი |
... |
||
|
ნორვეგია |
... |
||
|
ბულგარეთი |
... |
||
|
უკრაინა |
... |
||
|
ისრაელი |
... |
||
|
კვიპროსი |
... |
||
|
სომხეთი |
29.4 |
||
|
სლოვენია |
... |
||
|
დანარჩენი ქვეყნები |
17,306.2 |
რაც შეეხება TOP ინვესტორი კომპანიების ათეულს, რომელთაც წელს, 6 თვეში, ენერგეტიკაში ყველაზე მეტი ინვესტიცია ჩადეს, ასეთია საქსტატის მიერ BMG-ისთვის მოწოდებული სია აჩვენებს, რომ ინვესტიციების დიდი წილი დენის და გაზის სექტორში მომუშავე კომუნალურ კომპანიებზე მოდის (საწარმოები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით).
სს თელასი; შპს საქართველო-ურბან ენერჯი; შპს თბილისი ენერჯი; სს საქორგგაზი; შპს აღმოსავლეთის ენერგოკორპორაცია; შპს ჰიდრო დეველოპმენტ კომპანი; შპს აჭარისწყალი ჯორჯია; სს ეპ ჯორჯია გენერაცია; სს ეპ ჯორჯია მიწოდება; შპს ვოლტარეს პაუერ პროჯექტს;
ცნობისთვის: 2024 წელს საქართველოს ენერგეტიკაში სულ 78 მლნ დოლარის FDI შემოვიდა, 2025 წელს კი - 97.8 მილიონის.
























