მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CVR Energy გეგმავს $4 მილიარდად ნავთობქარხნები იყიდოს

ნავთობი

ამერიკული ენერგეტიკული კომპანია CVR Energy ნავთობგიგანტ Marathon Petroleum-ისგან რამდენიმე ნავთობგადასამუშავებელი ქარხნის შეძენას გეგმავს.

როგორც ცნობილია, მხარეებს შორის მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა და $4-მილიარდიანი შეთანხმება კვირის ბოლომდე ოფიციალურად გამოცხადდება.

აღსანიშნავია, CVR Energy აშშ-ის ბაზარზე სიდიდით მეშვიდე კომპანიად მიიჩნევა. მისი საბაზრო კაპიტალიზაცია $6 მილიარდს შეადგენს, გარიგების მეორე მხარის, Marathon-ის შეფასება კი $125 მილიარდს აღწევს. შესაბამისად, მცირე ზომის კომპანიის მიერ დიდი ზომის კონკურენტისგან აქტივების გამოსყიდვა საკმაოდ იშვიათი მოვლენაა, თუმცა, როგორც ჩანს, ამჟამად Marathon-ს სხვა პრიორიტეტები აქვს.

რაც შეეხება ინდუსტრიულ ტენდენციებს, ირანსა და უკრაინაში მიმდინარე ომებმა გლობალურად საწვავის მიწოდება მკვეთრად შეამცირა. შედეგად, ენერგეტიკული სექტორის მოგების მარჟამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და ქარხნები ინვესტორებისთვის მიმზიდველ აქტივებად აქცია.

ამჟამად არსებული ხელსაყრელი პირობების მიუხედავად, ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ მოძველებული ქარხნების მოდერნიზაცია კომპანიას საკმაოდ ძვირი დაუჯდება და მათ ამოქმედებამდე ნავთობი გლობალურად გაიაფებული იქნება, რაც ახლა CVR Energy-ის წინაშე არსებულ მთავარ პოტენციურ რისკს წარმოადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები