მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიალოგი არ იქნება, ვიდრე ყველა მოთხოვნა არ შესრულდება - ვარლამ გოლეთიანი

60ab82644544a
ინგა მურუსიძე
24.05.21 14:55
1339
დიალოგი არ იქნება იქამდე, ვიდრე ყველა მოთხოვნა არ შესრულდება, - ამის შესახებ „რიონის ხეობის მცველების“ ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა პარლამენტის წინ განაცხადა, სადაც "ნამახვანჰესის" წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მან დედაქალაქის მცხოვრებლებს მოუწოდა, აქციაზე გავიდნენ.

„მოვუწოდებთ ჩვენს თანამოაზრეებს, გთხოვთ მოდით აქ. მოგიწოდებთ, შევიკრიბოთ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი. არ უნდა მივცეთ საშუალება ხელისუფლებას, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვიონ იმ ნაწილში, რომ ჩვენ არ ვართ ჩამოყალიბებული პოზიციებში. ჩვენ გვაქვს ზუსტად ჩამოყალიბებული პოზიცია - დატოვოს კომპანია „ენკამ“ რიონის ხეობა და შეწყდეს ყველა ის ხელშეკრულება, რომელიც გაფორმებულია 2015 წლიდან. გადადგეს ეკონომიკის მინისტრი და პასუხისგებაში მიეცეს ყველა ის პირი, ვინც ამ შეთანხმების გაფორმებაში მონაწილეობდა, გამოცხადდეს მორატორიუმი.

ვიდრე ამ მოთხოვნებს არ მივაღწევთ, არავის ეგონოს, რომ დიალოგზე წავალთ ვინმესთან. დიალოგი არ იქნება იქამდე, ვიდრე ყველა ეს მოთხოვნა არ მიიღწევა“, - განაცხადა გოლეთიანმა.

მისი თქმით, დიალოგი მიიღწევა მხოლოდ ერთ შემთხვევაში, თუ გამოცხადდება მორატორიუმი და დაიწყება განხილვა, თუ როგორი უნდა იყოს ენერგოპოლიტიკა მომავალში და ამაში საპროტესტო აქციის მონაწილეებიც ჩაერთვებიან.

გოლეთიანმა დღესვე, მოგვიანებით განაცხადა, რომ დაუკავშირდნენ პარლამენტის აპარატიდან და თავმჯდომარის ინიციატივით შეხვედრა შესთავაზეს. "დავთანხმდებით შეხვედრას, თუკი პარლამენტიდან გარეთ გამოვლენ, სათქმელს გვეტყვიან, მშვიდობიანი დახვედრა უნდა უზრუნველყონ, თუ არ გამოვლენ, რამდენიმე ადამიანი პირდაპირი ეთერის რეჟიმში, მედიის თანდასწრებით შევალთ', - თქვა გოლეთიანმა.

„ვინც გადავა კანონის ფარგლებს, სახელმწიფოს შესაბამისი რეაგირება ექნება“ - პრემიერი “ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეებს აფრთხილებს