მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიდ ბრიტანეთში სიგარეტის მომხმარებელთა რაოდენობა რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა - BBC

63e9f99c40e15
BM.GE
13.02.23 12:47
3671
BBC-ის თანახმად, დიდ ბრიტანეთში სიგარეტის მომხმარებელთა რაოდენობა რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა. ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წელს 18 წელს ზევით მოსახლეობის 13.3% მოიხმარდა სიგარეტს, რაც 2020 წელს არსებულ მაჩვენებელთან 14%-თან შედარებით 0.7 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.

პარალელურად გაიზარდა მათი რაოდენობა, ვინც ელექტროსიგარეტს მოიხმარს. 16 წელს ზემოთ მოსახლეობის 7.7% ეწეოდა ელექტროსიგარეტს, რაც 2020 წელს 6.4%-ს შეადგენდა.

BBC-ის თანახხმად, სიგარეტის მომხმარებელთა რაოდენობის კლება განპირობებულია მომხმარებელთა მიერ არაწვადი ალტერნატივების მოხმარების ზრდით.

ბრიტანეთის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ელექტროსიგარეტის მომხმარებელთა 25.3% ამჟამად სიგარეტსაც მოიხმარს, ელექტროსიგარეტის მომხმარებელთა შორის სიგარეტის ყოფილი მწეველია 15%, ხოლო ელექტროსიგარეტის მომხმარებელთა შორის 1.5%-ია მათი წილი, ვისაც სიგარეტი არასოდეს გაუსინჯავს. შესაბამისად, ელექტროსიგარეტის ძირითადი მომხმარებლები სიგარეტის მოქმედი ან ყოფილი მწეველები არიან.

BBC-ის თანახმად, ელექტროსიგარეტების მოხმარების ზრდა შესაძლოა ერთადერთი მიზეზი არ იყოს. ამის სხვა მიზეზი საზოგადოებაში სიგარეტის მავნებლობის შესახებ ცნობიერების ზრდაც იყოს.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის გეგმაა 12%-მდე შეამციროს ზრდასრულთა შორის მწეველების რიცხვი.

გაერთიანებულ სამეფოში ყველაზე მეტი მწეველი საშუალოდ შოტლანდიაშია (მოსახლეობის 14.8%), ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ინგლისშია 12%. უელსში მოსახლეობის 14.1% მოიხმარს სიგარეტს, ჩრდილოეთ ირლანდიაში კი 13.8%.

მამაკაცთა შორის მწეველთა რაოდენობა 15%-ია, მაშინ როდესაც ბრიტანეთში ქალების 11.5% არის რეგულარული მწეველი.

ასაკობრივ ჯგუფებს შორის ყველაზე დიდი წილი მწეველების 25-34 წლების შუალედშია. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი 65 წელს ზემოთაა და ის 8%-ს შეადგენს.

გაერთიანებული სამეფოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, განათლების დონე და სიგარეტის მოხმარება კორელაციაშია, რადგანაც უმაღლესი განათლების არმქონეთა 28.2% მოიხმარს სიგარეტს, მაშინ, როდესაც უმაღლესი განათლების მქონეთა 6.6% არის მწეველი.

დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელბის ეროვნული სამსახურის ( NHS ჯანდაცვის სამინისტროს) მონაცემებით, იმის მიუხედავად, რომ ელექტროსიგარეტების მოხმარება არ არის რისკისგან თავისუფალი, ის სიარეტთან შედარებით ჯანმრთელობისთვის ნაკლებ რისკებს შეიცავს. თუმცა, ჯანმრთელობაზე მისი ზემოქმედების გრძელვადიანი შედეგები ჯერჯერობით უცნობია. ამასთან, NHS-ი არასრულწლოვნებში ელექტროსიგარეტის მოხმარების გავრცელების პრევენციისთვის ატარებს კამპანიას.