ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა-გასაღების, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით, უკანონოდ მოპოვებულ ჯამში 640 763 ლარის ღირებულების ხის მასალისთვის კანონიერი სახის მიცემისა და მისი ლეგალიზაციის მიზნით, ურთიერთშორის გაწერეს ყალბი საგადასახადო დოკუმენტები ხის მასალის თითქოსდა მიწოდება-შესყიდვის თაობაზე.
“ბრალდებულებმა, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით, უკანონოდ მოპოვებულ ჯამში 640 763 ლარის ღირებულების ხის მასალისთვის კანონიერი სახის მიცემისა და მისი ლეგალიზაციის მიზნით, ურთიერთშორის გაწერეს ყალბი საგადასახადო დოკუმენტები ხის მასალის თითქოსდა მიწოდება-შესყიდვის თაობაზე. ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, მათ უკანონოდ მოპოვებული ხის მასალის რეალიზაცია მოახდინეს ადგილობრივ ბაზარზე და მიიღეს დიდი ოდენობით უკანონო შემოსავალი.
ამასთანავე, ბრალდებულები, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების მეშვეობით, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, სისტემატურად ახდენდნენ შემოსავლების არასწორ დეკლარირებას, რა გზითაც თავი აარიდეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაახლოებით 500 000 ლარის გადახდას”, - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე, 210-ე, 194-ე და 218-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო