მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Doing Business-ის ტოპ რეფორმატორი ქვეყნების სია

5db15958678e8
BM.GE
24.10.19 11:05
2024
მსოფლიო ბანკმა Doing Business-ის 2020 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ორგანიზაციის მიერ ჩატარებული გამოკვლევა მსოფლიოს 190 ქვეყანაში მეწარმეობის მხრივ არსებული ვითარების შესწავლას ისახავს მიზნად.

დოკუმენტის მიხედვით, წელსაც საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივის მხრივ ტოპ ათეულში შედის, თუმცა, 2019 წლის ანგარიშთან შედარებით, მისი პოზიცია ერთი ადგილით არის გაუარესებული და მეშვიდე ადგილს იკავებს, ეს კი იმის მიუხედავად, რომ ქვეყანამ საკუთარი სარეიტინგო ქულა 0.2 ქულით, 83.7-მდე გაიუმჯობესა. თუმცა, აშშ-ის პროგრესი უფრო დიდი აღმოჩნდა და მან საქართველოს ერთი პოზიციით გაუსწრო. რეიტინგში პირველ ადგილს ახალი ზელანდია იკავებს.

მსოფლიო ბანკმა დღესვე მსოფლიოს წამყვანი რეფორმატორი ქვეყნების სიაც გამოაქვეყნა. ეს სია იმ ქვეყნებს მოიცავს, რომლებმაც მსოფლიო ბანკის შეფასებით, რეფორმების გზით, სარეიტინგო ქულა ყველაზე მეტად გაიუმჯობესეს.

წამყვანი რეფორმატორის რეიტინგში შედიან ქვეყნები, რომლებმაც მსოფლიო ბანკის რეიტინგის 10 ძირითადი კრიტერიუმიდან 3-ზე მეტში გაუმჯობესეს პოზიცია და რომელთა სარეიტინგო ქულაც ყველაზე მეტად გაიზარდა. სიაში ძირითადად ის ქვეყნები შედიან, რომლებმაც საკუთარი ეკონომიკის ლიბერალიზაციის მიმართულებით აქტიური ნაბიჯების გადადგმა მხოლოდ ახლა დაიწყეს. მსოფლიო ბანკის შეფასებით, ასეთ ქვეყნებს შორის აზერბაიჯანიცაა,
რომელმაც მინორიტარი აქციონერების დაცვის მიმართულებით გააუმჯობესა კანონმდებლობა, ასევე შეცვალა ნორმები, რომლებიც კრედიტის გაცემას არეგულირებს.

Doing Busineness-ის წამყვანი რეფორმატორი ქვეყნების ჩამონათვალი (სია მსოფლიო ბანკის მიერ ანბანის რიგითობით არის დალაგებული)

1) აზერბაიჯანი;
2) ბაჰერინი;
3) ბანგლადეში;
4) ჩინეთი;
5) ჯიბუტი;
6) ინდოეთი;
7) იორდანეა;
8) კენია;
9) კოსოვო;
10) ქუვეითი;
11) ყირგიზეთი;
12) მიანმარი;
13) ნიგერია;
14) პაკისტანი;
15) კატარი;
16) საუდის არაბეთი;
17) ტაჯიკეთი;
18) ტოგო;
19) უზბეკეთი;
20) ზიმბაბვე.