მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ძაღლების პარკინგი" - სივრცეები ცხოველებისთვის "ენერგო პრო ჯორჯიას" ოფისებში

5ddbb6af72305
თელარა გელანტია
25.11.19 15:09
1672
კომპანია „ენერგო პრო ჯორჯიას“ ოფისებში ძაღლების დასაბმელი სივრცეები მოეწყობა.

როგორც bm.ge-ის კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ავთო დვალიშვილმა განუცხადა, პირველი ასეთი სივრცე სათაო ოფისში მოეწყო.

„ყოფილა შემთხვევა, რომ „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ მოსულა ადამიანი გარკვეული საკითხის გასარკვევად, თან ჰყოლია ძაღლი; ერთხელ შევესწარი ასეთ შემთხვევას - პატრონმა წვიმაში ხეზე მიაბა ძაღლი... მაშინ გამიჩნდა ცხოველებისთვის ცალკე სივრცის მოწყობის იდეა... მოკლედ, თუ „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ გაქვთ საქმე და გინდათ თქვენი ძაღლიც თან გყავდეთ, თავისუფლად წამოიყვანეთ... ერთი კარი არის კომპანიის კანცელარიის, მეორე აბონენტთა მომსახურების... დააბამთ თქვენს ცუგას და თან დაგინახავთ როგორ აგვარებთ საქმეს, არც თქვენ ინერვიულებთ და არც - ის“, - ამბობს დვალიშვილი.

მისივე ინფორმაციით, ე.წ. „ცხოველების პარკინგისთვის“ სივრცეები თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, თელავის, რუსთავის, ქობულეთის, ზუგდიდის და ბაკურიანის ოფისებშიც მოეწყობა.