02.ივნისი .2020 13:15

„ძალიან გამაღიზიანებელია ეს ყველაფერი“ - რატომ ვერ იხსნება რესტორანი „ტერასა“

views 637
უკან

"მარტო მე მხვდება სულ ასეთი უაზრო ბიუროკრატიული პრობლემები?!" - ამ რიტორიკულ კითხვას facebook-ის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში სასტუმრო/რესტორანი „ტერასას“ მფლობელი მაია სიდამონიძე სვამს, რადგან როგორც თავად წერს, გამომდინარე იქიდან, რომ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი პირები შემოწმებაზე ამ დრომდე არ მისულან, რესტორნის გარე სივრცეს ვე ხსნის.  

მისი თქმით, ეს მის ბიზნესს სხვებთან მიმართებაში არათანაბარ პირობებში აყენებს.

„სასტუმრო/რესტორან "ტერასას" გარე სივრცეს ვერ ვხსნი, რადგან ჯერ კიდევ ჯანდაცვის სამინისტროდან ინსპექციაზე არ მოსულან. დავრეგისტრირდი მათ საიტზე ეკონომიკური საქმიანობის განახლებისთვის ერთი კვირის წინ, 2 დღის განმავლობაში უნდა მომხდარიყო რეაგირება, ვრეკავ ცხელ ხაზზე და მეუბნებიან, რომ თვითონ დამირეკავენ, როცა მოიცლიან.

მარტო მე მხვდება სულ ასეთი უაზრო ბიუროკრატიული პრობლემები?! გაღატაკებული ბიზნესი და უხელფასოდ დარჩენილი ადამიანები ელოდებიან ჩვენი გადასახადებით დაფინანსებულ სახელმწიფო მოხელეებს როდის მოიცლიან. ძალიან გამაღიზიანებელია ეს ყველაფერი. არ ვგრძნობ თავს თანაბარ კონკურენტულ პირობებში, რადგან გუშინ თითქმის ყველა რესტორანი გარე სივრცით გაიხსნა და ჩვენ მომხმარებლებს ტელეფონითაც ვერ ვპასუხობთ როდის ვუმასპინძლებთ”, - წერს მაია სიდამონიძე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა