ბოლო კვირების განმავლობაში EasyJet-ის ფრენების ხშირი გაუქმებისა და შეფერხებების გამო ავიაკომპანიის მთავარი ოპერაციული ოფიცერი თანამდებობიდან გადადგა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ავიაკომპანიაში თქვეს, რომ პიტერ ბელიუ "სხვა ბიზნეს შესაძლებლობების ასათვისებლად" წავიდა და მას წარმატებები უსურვეს.
"ეს ხდება მას შემდეგ, რაც EasyJet-ის ათასობით ფრენა გაუქმდა", - წერს BBC.
მათივე ცნობით, გასულ თვეს პროფკავშირმა Unite-მ ავიაკომპანიაში „ხელმძღვანელობის დეფიციტი“ გააკრიტიკა და ბელევს მოუწოდა „კონტროლი აეღო.“
ბელიუს გადადგომის გამოცხადებისას EasyJet-ის აღმასრულებელმა დირექტორმა იოჰან ლუნდგრენმა თქვა, რომ ავიაკომპანია ამ ზაფხულს "ორიენტირებულია უსაფრთხო და საიმედო ოპერაციების განხორციელებაზე".