მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყაზახეთის პრემიერმა ქართულ ავიაკომპანიებს ყაზახეთში რეგულარული ფრენებისკენ მოუწოდა

6495661d71938
ვიქტორია მღებრიშვილი
23.06.23 14:38
397
ყაზახეთის პრემიერი ქართულ ავიაკომპანიებს ყაზახეთში რეგულარული ფრენების განხორციელებისკენ მოუწოდებს და მიიჩნევს, რომ ქვეყნებს შორის ხშირი რეგულარული ავიამიმოსვლა ბიზნესკავშირებსა და ხალხთაშორის ურთიერთობაზე დადებითად აისახება. ამის შესახებ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ალიხან სმაილოვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მოგეხსენებათ, რომ მიმდინარე წლის 1-ელ ივნისს დაიწყო პირდაპირი ფრენების განხორციელება ჩვენი ქვეყნების დედაქალაქებს შორის. ქართულ ავიაკომპანიებს მოვუწოდებთ ყაზახეთის მიმართულებით რეგულარული ფრენების განხორციელებისკენ. დარწმუნებული ვართ, რომ ამას კარგი გავლენა ექნება ბიზნეს კავშირებზე და ხალხთა შორის ურთიერთობებზე, ისევე როგორც ტურიზმის სექტორზე.

მოლაპარაკებების საფუძველზე რამდენიმე მნიშვნელოვან დოკუმენტს მოეწერა ხელი. საერთო ჯამში, გვწამს რომ ამ სფეროებში ურთიერთობების განვითარება ახალ ბიძგს მისცემს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობას, ხოლო დადებული შეთანხმებები კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს თანამშრომლობას. ყაზახეთის მთავრობა მზაობას აცხადებს ამ მნიშვნელოვანი პროექტების ერთობლივი განხორციელებისთვის,“- განაცხადა ყაზახეთის პრემიერმა.

მისივე თქმით, პრემიერების შეხვედრაზე მხარეებმა სატრანსპორტო საკითხებთან ერთად სოფლის მეურნეობის, მრეწველობის და ტურიზმის საკითხები განიხილეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები