მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავიაკომპანია Norse Atlantic-მა ფრენები შეაჩერა და გაკოტრდა

norse

ავიაკომპანია Norse Atlantic-მა მიმდინარე კვირას ყველა ფრენა შეაჩერა და გაკოტრების შესახებ განცხადება ოფიციალურად გააკეთა.

ბუნებრივია, ამ ამბის გავრცელების შემდეგ, ოსლოში დალისტული კომპანიის აქციების შეფასება 85%-ით შემცირდა, ხოლო ჯამურად კომპანიას 99.9%-იანი ვარდნა აქვს.

კომპანიის განცხადებით, ავიაკომპანიის საბჭო მოკლევადიანი დაფინანსების მოპოვების გზებს განიხილავს და გამოსავლის სწრაფად ვერ პოვნის შემთხვევაში, გაკოტრების და აქტივების ლიკვიდაციის პროცედურას დაიწყებს.

ცნობისთვის, ნორვეგიული ავიაგადამზიდავი ფინანსური წნეხის წინაშე ირანის ომის დაწყების შედეგად 100%-ით გაძვირებული საავიაციო საწვავის ფასების გამო აღმოჩნდა, რომელთან გამკლავება მან სათანადოდ ვერ შეძლო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები