მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EBRD-ი ერევანში ახალი 12-მეტრიანი ავტობუსების შეძენის დაფინანსებას გეგმავს

5e4ae78ca0ae8
თამთა ჯიჯავაძე
17.02.20 23:45
1210
EBRD-ი გეგმავს სუვერენული სესხის სახით სომხეთს 25 მილიონ ევრომდე თანხა გამოუყოს ერევნისთვის ახალი თანამედროვე 12-მეტრიანი დაბალიატაკიანი ავტობუსების შესაძენად. შესაბამისი კონცეფცია უკვე განხილულია და პროექტი საბოლოო განხილვისთვის მზადაა.

„პროექტი უფრო ფართო პროგრამის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს დაეხმაროს ქალაქს საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის რეფორმირებაში ახალი ავტობუსების დაფინანსებით“, - წერია EBRD-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

პროექტი მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ეფექტურობისა და უსაფრთხოების გაუმჯობესებას და ახალი ავტობუსების წყალობით ჰაერის დაბინძურების დონის შემცირებას.

ახალი ავტობუსების პროექტი ჯამში 25 მილიონი ევრო ჯდება, EBRD მის სრულ დაფინანსებას გეგმავს.