საქართველოში აზიის განვითარების ბანკის (ADB) მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი ლესლი ბეარმან ლაჰმი აცხადებს, რომ ქვეშეთი-კობის პროექტი მწვანე და ინკლუზიური დერეფანია საქართველოს განვითარებისთვის.
როგორც მან ქვეშეთი-კობის საავტომობილო გვირაბის გაჭრის დასრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე განაცხადა, მოუთმენლად ელის პროექტის ხელშესახები სარგებლის დანახვას.
„დიდი პატივია, რომ აქ ვიმყოფები და ჩემი თვალით ვიხილე, როგორ გაიჭრა ეს გვირაბი. ნამდვილად ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტია. ასეთი პროექტები საუკუნეში ერთხელ ხორციელდება და დღევანდელი დღე არის ისტორიული მიღწევა. ესაა უახლესი ტექნოლოგიები, საუკეთესო პრაქტიკა სამშენებლო უსაფრთხოების და მართვის კუთხით, ყველა ეს ასპექტი იქნა გათვალისწინებული. მინდა მივულოცო მთავრობას, სამინისტროს და ყველა პარტნიორს ამ პროექტის განხორციელება. ვამაყობთ, რომ ვართ თქვენი პარტნიორები და ყველა პარტნიორთან ერთად ვზეიმობთ ამ დღეს. მადლობას ვუხდით თანამშრომლობისთვის EBRD-ს. ეს არის მწვანე და ინკლუზიური დერეფანი საქართველოს განვითარებისთვის, ჩვენი პარტნიორობის საფუძველზე. ეს პროექტი წვლილს შეიტანს ეკონომიკურ განვითარებაში, ტრანზიტში, ვაჭრობაში და ეს იქნება ტურიზმის განვითარების კიდევ უფრო ხელშემწყობი. ეს რეგიონსაც განავითარებს და დააკავშირებს ძალიან ბევრ ტურისტულ ცენტრს, მათ შორის გუდაურის სათხილამურო კურორტს, ულამაზეს ხადას და ჯუთას ხეობებს და ეს პროექტი კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოუტანს ადგილობრივ მოსახლეობას. მოუთმენლად ველით, პროექტის სარგებლის დანახვას“, - განაცხადა საქართველოში აზიის განვითარების ბანკის (ADB) მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა.
ქვეშეთი-კობის გზის პროექტი აზიის განვითარებისა (ADB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკებითან (EBRD) გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება, რომლის საერთო ღირებულება 1.2 მილიარდ ლარს შეადგენს.