მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2027-ში მთავრობა ₾2 მლრდ-ის ახალ საგარეო ვალს აიღებს - ვისგან და რა პროექტებზე მიიმართება თანხა

მარიამ ქვრივიშვილი

ფინანსთა სამინისტრომ პარლამენტს 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი წარუდგინა. დოკუმენტის თანახმად, მთავრობა მომდევნო წელს 4.67 მილიარდი ლარის ახალი სესხების აღებას გეგმავს, საიდანაც 2.6 მილიარდი ლარი შიდა ვალი იქნება, ხოლო 2.07 მილიარდი ლარი კი ახალი საგარეო სესხები, ეს თანხა 2026 წელთან შედარებით 1.2 მილიარდი ლარით არის შემცირებული, რაც იმას უკავშირდება რომ 2026 წელს საქართველოს მთავრობამ $500-მილიონიანი ევრობონდი განათავსა. შიდა ვალის მხრივ კი მთავრობა მომდევნო წელს 800 მილიონი ლარის მატებას გეგმავს.

საერთაშორისო საფინანსო და დონორი ორგანიზაციების მიხედვით, დაფინანსების მოცულობა შემდეგნაირად ნაწილდება: აზიის განვითარების ბანკი (ADB) – 460.67 მლნ ლარი; მსოფლიო ბანკი (WB) – 381.10 მლნ ლარი; ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) – 287.42 მლნ ლარი; გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KfW) – 227.07 მლნ ლარი; აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) – 183.33 მლნ ლარი; ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) – 139.73 მლნ ლარი; საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD) – 71.34 მლნ ლარი; ევროკავშირი / სამეზობლო საინვესტიციო პლატფორმა (EU / EU-NIF) – 60.10 მლნ ლარი; აღმოსავლეთ პარტნიორობის ტექნიკური დახმარების ფონდი (EPTATF) – 40.50 მლნ ლარი; აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოსდაცვითი პარტნიორობა (E5P) – 15.50 მლნ ლარი; შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) – 10.75 მლნ ლარი.

კონკრეტული პროექტების მიხედვით, ყველაზე დიდი თანხა - 250 მილიონი ლარი დაიხარჯება 45 ერთეული ახალი ლოკომოტივის შესყიდვასა და 10 ახალი სამგზავრო შემადგენლობის შესყიდვაზე. აღნიშნულ პროექტს თანადაფინანსების სახით კრედიტებს მსოფლიო ბანკი; აზიის განვითარების ბანკი და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი აფინანსებენ.

დასახელება 2027 წელს მისაღები კრედიტების მოცულობა - მლნ ლარი
ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი 45 ლოკომოტივის შესყიდვა და 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვა (AIIB, ADB, WB) 250.00
ადგილობრივ დონეზე თანაბარი ხელმისაწვდომობის შესახებ სტანდარტის შესაბამის (CLEAR) წყალზე პროგრამის ფარგლებში აზიის განვითარების ბანკიდან (ADB) მისაღები სახსრები 175.00
საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამის ფარგლებში მსოფლიო ბანკიდან (WB) მისაღები სახსრები 150.00
Log-In Georgia (EIB, WB) 108.00
ენერგიის შემნახველი და მწვანე წყალბადის აირის განვითარების პროექტი (ADB) 105.00
თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტი (მოძრავი შემადგენლობის განახლება) (AIIB) 100.00
საქართველოს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განახლების პროექტი (EIB) 83.50
ქუთაისის წყალარინების პროექტი (EPTATF, EIB) 81.00
იმერეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში კომუნალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება (KfW) 78.50
თბილისი-წითელი ხიდის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ22-კმ57 რუსთავი-წითელი ხიდის მონაკვეთის მშენებლობა (EIB) 59.00
ჩრდილოეთ-სამხრეთ დერეფნის (ქვეშეთი-კობი) გზა (EBRD, ADB) 57.50
ხელედულა-ლაჯანური-ონი (KfW, EU-NIF) 55.00
ბათუმი-სარფის გზის პროექტი (ADB) 55.00
ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურა (ფაზა V) (KfW) 48.00
500 კვ ეგხ "წყალტუბო-ახალციხე-თორთუმი" (EBRD, EU-NIF, KfW) 46.00
კლიმატგონივრული ირიგაციის სექტორის განვითარების პროგრამა – ქვეპროგრამა 2-ის ფარგლებში აზიის განვითარების ბანკიდან (ADB) მისაღები სახსრები 45.00
საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტი (WB) 42.90
ალგეთი-სადახლოს საავტომობილო გზის მშენებლობა-მოდერნიზაცია (EIB) 34.00
მდგრადი ურბანული მობილობა (KfW) 32.00
ვარდნილისა და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტი (EBRD, EU, EIB) 30.00
აჭარის მყარი ნარჩენების პროექტი (EBRD, SIDA, E5P) 30.00
500 კვ ეგხ ჯვარი-წყალტუბო (WB) 30.00
საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამის ფარგლებში საფრანგეთის განვითარების სააგენტოდან (AFD) მისაღები სახსრები 30.00
ჩრდილოეთის რგოლი (EBRD), ნამახვანი - წყალტუბო - ლაჯანური (EU-NIF, EBRD, KfW) 26.60
თბილისის შემოვლითი საავტომობილო გზის მშენებლობა (ADB) 25.00
შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის პროექტი (WB) 25.00
ანაკლიის პორტთან მისასვლელი საავტომობილო გზის მშენებლობა (ADB) 24.00
ქალაქ ხაშურის წყალარინების სისტემების მომსახურების გაუმჯობესება (AFD) 23.50
ქალაქ ხაშურის და მიმდებარე დასახლებების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მომსახურების გაუმჯობესება (EU, AFD) 21.50
საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამა (ADB) 20.88
დარგობრივი სესხი განათლების სექტორისთვის (ADB) 20.00
თბილისის ნარჩენების გადამუშავების პროექტი (EBRD) 20.00
საქართველოში სარწყავი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა (EIB, AFD, ADB) 19.77
საქართველოს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დახმარებისა და აღდგენის პროექტი (WB) 19.30
ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი - საქართველო I2Q (WB) 15.80
მდგრადი ინფრასტრუქტურის განვითარება ძლიერი ეკონომიკისთვის (ADB) 15.50
პროფესიული განათლების პროგრამა 1 (KfW) 15.50
მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II (KfW) 11.60
თბილისის ნარჩენების პოლიგონის გაზშემკრები სისტემის პროექტი (EBRD, E5P) 11.00
ენერგეტიკის სექტორის ღია პროგრამა (EU-NIF, KfW) 7.00
გურიის ელგადაცემის ხაზების ინფრასტრუქტურის გაძლიერება (EU-NIF, KfW) 5.00
მდგრადი ურბანული განვითარება - ურბანული მობილობა ბათუმში (KfW) 4.60
თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტი (EBRD) 4.00
მწვანე და ინკლუზიური რეგიონული კარიბჭის განვითარება (ADB) 2.50
აჭარის სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამა, საქართველო (EU, KfW) 1.80
თბილისის ავტობუსების პროექტი (ფაზა II-გაზი) (EBRD) 1.80
ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტი (SIDA, EBRD) 1.50
დარგობრივი სესხი წყლის სექტორისთვის (AFD, ADB) 1.00
თბილისის მყარი ნარჩენების მართვის პროექტი (EBRD) 0.85

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები