მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს საგარეო ვალი $9 მილიარდია - ვისი ვალი აქვს ქვეყანას?

ევრო დოლარი

სახელმწიფო ვალის მთლიანი მოცულობა 9.06 მილიარდ დოლარს აღწევს, რაც წინა თვესთან შედარებით 50 მილიონი დოლარით მეტია, ერთწლიან ჭრილში კი ვალი 30 მილიონი დოლარით არის შემცირებული. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ 2026 წლის აგვისტოს მდგომარეობით, სახელმწიფო ვალის ამსახველი სტატისტიკიდან ირკვევა.

საქართველოს საგარეო კრედიტების უდიდესი ნაწილი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წინაშე აღებულ სესხებს უკავშირდება. მთლიანი პორტფელით პირველ ადგილზეა აზიის განვითარების ბანკი (ADB) 2.5 მილიარდი დოლარის ოდენობით. მეორე პოზიციას 2.2 მილიარდი დოლარით მსოფლიო ბანკი იკავებს. რაც შეეხება ქვეყნებს, მათ შორის პირველ ადგილზეა საფრანგეთი, რომლის მიმართაც საქართველოს 846 მილიონი დოლარის ვალი აქვს.

კრედიტორი ვალის მოცულობა - ნაშთი
აზიის განვითარების ბანკი (ADB) $2.51 მილიარდი დოლარი
მსოფლიო ბანკი $2.26 მილიარდი დოლარი
ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) $1.20 მილიარდი დოლარი
საფრანგეთი $846 მილიონი დოლარი
გერმანია $577 მილიონი დოლარი
ევრობონდი $497 მილიონი დოლარი
ეროვნული ბანკის ვალი IMF-ის მიმართ $263 მილიონი დოლარი
აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) $243 მილიონი დოლარი
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) $209 მილიონი დოლარი
ევროკავშირი $153 მილიონი დოლარი
მთავრობის ვალი IMF-ის მიმართ $135 მილიონი დოლარი
იაპონია $106 მილიონი დოლარი
სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) $35 მილიონი დოლარი
ევროსაბჭოს განვითარების ბანკი (CEB) $16 მილიონი დოლარი
ავსტრია $9 მილიონი დოლარი
ქუვეითი $6 მილიონი დოლარი
სკანდინავიური გარემოს დაცვის საფინანსო კორპორაცია (NEFCO) $5 მილიონი დოლარი
ამერიკის შეერთებული შტატები $4 მილიონი დოლარი

ფინანსთა სამინისტროს ანგარიშის თანახმად, 2026 წლის აგვისტოს მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საგარეო ვალიდან - 9.06 მილიარდი დოლარიდან ფიქსირებული განაკვეთი აქვს ვალის 43.7%-ს, ხოლო ვალის 56.3% ცვლად განაკვეთიანია და შესაბამისად დამოკიდებულია გლობალურ საფინანსო ბაზარზე კაპიტალის ღირებულებაზე.

საქართველოს სახელმწიფო ვალის 71.4% ნომინირებულია ევროში; 24.7% დოლარში 2.4% კი SDR-ში, დანარჩენი 1.6% სხვა ვალუტებში. შესაბამისად, ვალის მომსახურებაზე და ვალის ნაშთზე ყველაზე დიდ გავლენას სწორედ ევროს გამყარება/გაუფასურება ახდენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები