მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

63d7c26d39e86
BM.GE
30.01.23 17:10
8177
30 იანვრის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.17 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6410 ლარი გახდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში 0.68 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8813 ლარი გახდა.

1.11 თეთრით გაუფასურდა ლარი ბრიტანულ ფუნტ სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.2788 ლარი გახდა.

თურქული ლირას კურსმა კვლავ 14.04 თეთრი ლარი შეადგინა.