მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EBRD-ის საბაზისო გათვლებით, საქართველოში ლოქდაუნი 3-4 თვეს გასტანს

5ec62b2ff321d
შოთა ტყეშელაშვილი
21.05.20 14:25
1105
აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში EBRD-ის მთავარმა ეკონომისტმა დიმიტარ ბოგოვმა BMG-სთან საუბარში განაცხადა, რომ ბანკის პროგნოზით, COVID-19-ის პანდემიის მიერ გამოწვეული კრიზისი იქნება მძიმე, თუმცა ხანმოკლე.

ბოგოვის თქმით, მათ მიერ მომზადებული ბაზისური სცენარით, რომლითაც 2020 წელს 5,5%-იანი რეცესია არის გათვალისწინებული, საქართველოში ლოქდაუნის პერიოდი 3-4 თვის მანძილზე არის პროგნოზირებული. 

EBRD-ის შეფასებით, უკვე მომდევნო წლიდან ბევრ ქვეყანაში რეცესიას ეკონომიკური ზრდა ჩაანაცვლებს. ამგვარია პროგნოზი საქართველოს შემთხვევაშიც, რომლისთვისაც EBRD 2021 წელს 5,5%-ის ეკონომიკურ ზრდას მოელის.

“ჩვენი ბაზისური სცენარი ჯერ კიდევ შენარჩუნებულია, რომ კრიზისი იქნება მძიმე, მაგრამ მოკლე. ამ სცენარის მიხედვით, მკაცრი ლოქდაუნი მხოლოდ 3-4 თვის მანძილზეა შენარჩუნებული. ცხადია, შემდეგ გარკვეული დრო დასჭირდება ადაპტაციას - მაგრამ, ამ პერიოდის შემდეგ, ეკონომიკა ნორმალურ რიტმში უნდა ჩაჯდეს,”- განაცხადა დიმიტარ ბოგოვმა.

რეგიონის ქვეყნებს შორის 2020 წლისთვის EBRD ყველაზე მკვეთრ რეცესიას საქართველოში პროგნოზირებს. სხვა ქვეყნების მაჩვენებლები კი ასეთია:
  • სომხეთი - მუნუს 3.5%; 
  • აზერბაიჯანი - მინუს 3%; 
  • უკრაინა - მინუს 4.5%; 
  • რუსეთი - მინუს 4.5%.