მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EBRD-მა TBC ლიზინგს მცირე და საშუალო ბიზნესის ლიზინგის ხელშეწყობისთვის €6 მლნ გამოუყო

5fdc646766a59
BM.GE
18.12.20 12:08
822
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) დღეს “თიბისი ლიზინგისთვის” 6-მილიონი ევროს ფინანსური რესურსის გამოყოფის შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია.

EBRD-ის ინფორმაციით, მიღებული დაფინანსებით “თიბისი ლიზინგი” საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის ლიზინგს შეუწყობს ხელს.

“თიბისი ლიზინგი საქართველოში მოქმედი უმსხვილესი უნივერსალური სალიზინგო კომპანიაა და ის 100%-ით “თიბისი ბანკის” საკუთრებაშია,”- აღნიშნავს EBRD.

EBRD-ის ინფორმაციით, “თიბისი ლიზინგი” ადასტურებს მის შესაბამისობას საქმიანობის მოთხოვნებთან, ხოლო ამ დაფინანსების პირობებში სალიზინგო ხელშეკრულებების დამტკიცება მოხდება რისკების მართვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

სს “თიბისი ლიზინგის” მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2019 წლის მდგომარეობით, კომპანიის შემოსავალმა ფინანსური ლიზინგიდან 49 მილიონი ლარი შეადგინა, მისი წმინდა მოგება კი 8 მილიონი ლარი იყო. კომპანიის აქტივები ჯამურად 342 მილიონ ლარს შეადგენს.