21.ოქტომბერი .2021 19:40

EBRD-მა “თიბისის” ადგილობრივი კომპანიების მხარდასაჭერად €25 მილიონი გამოუყო

EBRD-მა “თიბისის” ადგილობრივი კომპანიების მხარდასაჭერად €25 მილიონი გამოუყო
views 345
უკან

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და ევროკავშირი (EU) აძლიერებენ მათ ფინანსურ მხარდაჭერას საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებისთვის. ამისთვის EBRD-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი “თიბისი ბანკია”.

EBRD “თიბისი ბანკს” 25 მილიონი ევროს დაფინანსებას მისცემს, რათა აღნიშნული ფინანსური რესურსი ადგილობრივი ფირმების დაკრედიტებას მოხმარდეს. ამასთან, გაცემული დაკრედიტების მინიმუმ 70% მწვანე ტექნოლოგიებში ინვესტიციებს უნდა მოიცავდეს. ამასთანავე, ამ სესხების ბენეფიციარებს ევროკავშირი დამატებით უფასო ტექნიკურ მხარდაჭერითა და გრანტებით დაეხმარება, რაც EU4Business ინიციატივის ფარგლებში განხორციელდება.

“პაკეტი კომპანიებს საშუალებას მისცემს განაახლონ თავიანთი პროდუქტები და სერვისები და დაახლოვონ ისინი ევროკავშირის სტანდარტებთან, განაახლონ თავიანთი წარმოება შიდა ადგილობრივი კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად და უფრო წარმატებულად იმუშაონ უცხოურ ბაზრებზე.

მხარდაჭერა EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზის ფარგლებშია, რაც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ადგილობრივ მეწარმეებს მწვანე ტექნოლოგიების ათვისებასა და კონკურენტუნარიანობის ზრდაში ეხმარება.

ერთობლივი დაფინანსების ინსტრუმენტი სომხეთში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში, რომლის მიზანია ადგილობრივი ფირმების გამწვანება და კონკურენტუნარიანობა.

პროგრამის დაწყებიდან 2016 წელს, 170 ქართულმა კომპანიამ ისარგებლა დაფინანსებით. ამ კომპანიების საქმიანობის სფერო კი სოფლის მეურნეობიდან დაწყებული, ტურიზმითა და სამედიცინო მომსახურებით დასრულებული მოიცავს სექტორებს.

EBRD არის წამყვანი ინსტიტუციური ინვესტორი საქართველოში. დღეისათვის მან 265 პროექტის მეშვეობით, 4 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა საფინანსო, კორპორატიულ, ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ სექტორში. ინვესტიციების 79% კერძო სექტორის მხარდაჭერას მოიცავს,”- ნათქვამია EBRD-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა