მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩვენ დავინახეთ ძლიერი საბანკო სისტემის ღირებულება“ – EBRD-ის პირველი ვიცე–პრეზიდენტი "თიბისისა" და "საქართველოს ბანკთან" თანამშრომლობაზე

EBRD

„ყველა ეკონომიკის მაგალითზე დავრწმუნდით, რამდენად მნიშვნელოვანია ძლიერი საფინანსო სექტორი“ – ასეთია EBRD-ის პირველი ვიცე–პრეზიდენტის იურგენ რიგტერინკის მიერ ბოლო პერიოდის კრიზისების გავლენის გააზრება.


საქართველოში იურგენ რიგეტრინკი აქცენტს ორ უმსხვილეს ბანკზე სვამს. „მინდა, ვახსენო საქართველოში ორი ძლიერი ბანკი – თიბისი და საქართველოს ბანკი – ორივესთან მჭიდრო თანამშრომლობა გვაკავშირებს და ორივე წარმატების მაგალითია არა მხოლოდ საქართველოს, არა მხოლოდ რეგიონის, არამედ უფრო გლობალურ მასშტაბშიც. ჩვენ დავინახეთ ძლიერი საბანკო სისტემის ღირებულება – განსაკუთრებით კრიზისულ ვითარებებში – ამდენად, ჩვენ ვაგრძელებთ მათ მხარდაჭერას“ – უთხრა იურგენ რიგტერინკმა ელენე კვანჭილაშვილის „ანალიტიკა“–ს.


EBRD-ის პირველი ვიცე–პრეზიდენტის თქმით, კომერციულ ბანკებთან თანამშრომლობა მსოფლიოს ერთ–ერთი უმსხვილესი განვითარების ბანკისთვის მნიშვნელოვანი და ღირებულია. „ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება ფართოდ მივწვდეთ მცირე და საშუალო ბიზნესსექტორს – ჩვენ შეიძლება ძალიან მსხვილი ვიყოთ ბევრი ასპექტით, მაგრამ სწორედ საქართველოში არსებულ ბანკებს ვიყენებთ ერთგვარ მექანიზმად, რომ უკეთ დავფაროთ სამიზნე კლიენტები და სექტორები“ – უთხრა იურგენ რიგტერინკმა „ანალიტიკა“–ს.


ერთკვირიანი კავკასიური ტურნეს კვალდაკვალ, EBRD-ის პირველი ვიცე–პრეზიდენტი იურგენ რიგტერინკი „ანალიტიკა“– მ საქართველოში ვიზიტის დროს ჩაწერა. ეს EBRD-ის მაღალჩინოსნის მეორე ოფიციალური ვიზიტია. პირველი 2019 წელს შედგა და მაშინაც, იურგენ რიგტერინკი „ანალიტიკა“– ს სტუმარი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები