მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EBRD: პოლიტიკური დაძაბულობის ზრდა საქართველოში ეკონომიკური ზრდის რისკ-ფაქტორია

618534095e6db
შოთა ტყეშელაშვილი
05.11.21 18:17
669
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) მიიჩნევს, რომ საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობის მატება ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი რისკ-ფაქტორია. 

პოლიტიკურ პოლარიზაციასთან ერთად, EBRD ქვეყანაში ვაქცინაციის დაბალ დონეს და მაღალ ინფლაციასაც რისკ-ფაქტორებად ასახელებს. 

“მიმდინარე წლის დასაწყისიდან საქართველოში ინფლაციური წნეხი მზარდია. სექტემბერში ინფლაციის წლიურმა დონემ 12.3%-ს მიაღწია, რაც საწვავის იმპორტის გაზრდილი ღირებულებით, ასევე სურსათზე გლობალურად გაზრდილი ფასებით და გაცვლითი კურსის გაუფასურებით იყო განპირობებული. 2021 წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი სამჯერ გაზარდა, 2021 წლის აგვისტოდან ის 10%-ს შეადგენს. წლის პირველ ნახევარში არსებული ძლიერი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, წელს საქართველოში 7.5%-იანი ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი. ზრდისთვის ძირითადი რისკია ვაქცინაციის დაბალი ტემპი, ასევე პანდემიის გავრცელება და გაზრდილი პოლიტიკური დაძაბულობა,”- აღნიშნავს EBRD-ი.