მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Edisson Research-ის და IPSOS-ის ეგზიტპოლებით, თბილისის მერის არჩევნებში მე-2 ტური გაიმართება

6158bab115b55
თელარა გელანტია
02.10.21 23:37
1030
ტელეკომპანიების - „მთავარი არხის და „ფორმულას“ დაკვეთით, Edisson Research-ის და IPSOS-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების საბოლოო, 20:00 საათის შედეგებით, თბილისის მერის არჩევნებში მე-2 ტური ჩაინიშნება, „გორბის“ ეგზიტპოლის მიხედვით კი - დედაქალაქის მერი არჩევნებში პირველივე ტურში კახა კალაძე იგებს.

თბილისის მერობის კანდიდატთა შედეგები IPSOS-ის ეგზიტპოლის მიხედვით:

ნიკა მელია - 40,5%
კახა კალაძე - 39,9%
გიორგი გახარია - 8,9%
ანა დოლიძე - 4,1%
ანა ბიბილაშვილი - 2,5%
სხვა კანდიდატები - 4,1%

პარტიების პროპორციული შედეგი IPSOS-ის ეგზიტპოლის მიხედვით თბილისში:

ქართული ოცნება - 38,5%
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 31,9 %
საქართველოსთვის - 7,7 %
გირჩი - მეტი თავისუფლება - 4,8 %
ლელო - 3,7%
ხალხისთვის - 2,3%
გირჩი - 2,2%
მოქალაქეები - 1,3%
ევროპული საქართველო - 1,0 %
სხვა პარტიები - 6,6.

თბილისის მერობის კანდიდატთა შედეგები Edisson Research-ის ეგზიტპოლის მიხედვით:

კახა კალაძე - 44%
ნიკა მელია - 40%
გიორგი გახარია - 7%
ანა დოლიძე - 5%
თამარ კეკენაძე - 1%
გიორგი ლომია - 1%
ანა ბიბილაშვილი - 1%
არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ - 1%

პარტიების პროპორციული შედეგი Edisson Research-ის ეგზიტპოლის მიხედვით თბილისში:

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო - 41%;
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 31%
გახარია - საქართველოსთვის - 7%
გირჩი - მეტი თავისუფლება (ზურაბ ჯაფარიძე) – 5%
ლელო საქართველოსთვის - 3%
მოქალაქეები - 2%.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგების გამოსაცხადებლად ოპტიმალური დრო უბნების დახურვიდან 7-8 საათია.