მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ფასად ყიდულობს მთავრობა საწვავს?

63b52fdd5e7e1
შოთა ტყეშელაშვილი
04.01.23 12:03
1094
საქართველოს მთავრობა - სამინისტროები და საჯარო უწყებები საწვავს კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე ქვეყანაში მოქმედი ძირითადი ნავთობკომპანიებიდან ყიდულობენ. "სოკართან", "ვისოლთან", "რომპეტროლთან" და "გალფთან" საფასო ხელშეკრულებები ყოველთვიურად, სპეციალური ფორმულის საფუძველზე ახლდება.

კონტრაქტის მიხედვით, ფასი განისაზღვრება თვის დასაწყისში, წინა თვეში არსებული საშუალო ფასებიდან გამომდინარე. კერძოდ, ხელშეკრულება ეფუძნება თვის განმავლობაში PLATTS EUROPEAN MARKET-ზე დაფიქსირებულ ტონა ბენზინის საშუალო ფასს, ასევე ლარის გაცვლით კურსს, აქციზის და დღგ-ს გადასახადებს. მათგან ყოველთვიურად მხოლოდ ორი იცვლება, ესაა Platts-ის ფასი და ლარის კურსი.

წინა თვეში Platts-ის საშუალო ფასი იყო $921 იყო, ხოლო ერთი დოლარის საშუალო ღირებულება 2.72 ლარს შეადგენდა. შედეგად, საწვავის მისაწოდებელი ფასები ასე გადანაწილდა:

საწვავის ფასები 2023 წლის იანვრისთვის:

• რეგულარი - დეკემბრის ფასი მთავრობისთვის 2.88 ლარი, იანვრის ფასი 2.85 ლარი.

• პრემიუმი - დეკემბრის ფასი მთავრობისთვის 2.89 ლარი, იანვრის ფასი 2.87 ლარი.

• სუპერი - დეკემბრის ფასი მთავრობისთვის 3.19 ლარი, იანვრის ფასი 3.17 ლარი.

ამჟამად რეგულარის ღირებულება ძირითად საცალო ქსელებში 2.50-2.80 ლარის ფარგლებშია, პრემიუმი - 2.90-3.30 ლარის ფარგლებში, სუპერი კი - 3.70-3.80 ლარის ფარგლებში ღირს.