მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკატერინე ტიკარაძე: ამ ეტაპზე სავალდებულო ვაქცინაციას არ განვიხილავთ

61010168caab5
ინგა მურუსიძე
28.07.21 11:13
2295
"ქვეყანაში იმუნიზაცია მთავარი პრობლემა არ არის", - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტის კრიტიკას იმის შესახებ, რომ ქვეყანაში იმუნიზაცია, ფაქტობრივად, ჩავარდა და ეს პრობლემაა.

„მთავარი პრობლემა ქვეყანაში იმუნიზაცია არ არის, ვინაიდან იმუნიზაციის პროცესშიც კი ხშირია ინფიცირება და ვაკვირდებით, დღესდღეობით, სხვადასხვა ქვეყანას, რომლებიც ძალიან წარმატებულნი იყვნენ იმუნიზაციაში, თუმცა იქ ინფექცია მაინც ვრცელდება. ყველაზე წარმატებული ინსტრუმენტი იმისთვის, რომ პანდემიას ვებრძოლოთ, არის თვითორგანიზება, ნიღბის ტარება და სოციალური დისტანცია, ხოლო იმუნიზაცია არის ის დამატებითი ბენეფიტი, რომელიც თითოეულ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს და ეს პროცესი საქართველოში დაიწყო ერთ-ერთი ყველაზე მაღალხარისხიანი ვაქცინით. თქვენ ხედავთ, რომ ხელმისაწვდომობა მოსახლეობას აქვს და მთავარია, მოქალაქეები აიცრან“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

კითხვას - რატომ ვართ დამოკიდებული მოქალაქეების თვითშეგნებაზე, როცა ჩატარებული კონცერტების, ქელეხების და ქორწილების არაერთი მაგალითია, მინისტრი ასე პასუხობს: „ყველაზე ეფექტიანი მართვა არის, როცა საზოგადოებას გააჩნია მაღალი თვითორგანიზების უნარი, აქედან გამომდინარე, ჩემი თხოვნააა, გავუფრთხილდეთ საკუთარ ჯანმრთელობას, მშობლებს და შვილებს“.

გარდა ამისა, მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, გახდება თუ არა სავალდებული ვაქცინაცია. ჯანდაცვის მინისტრი ამას კატეგორიულად გამორიცხავს.

„ამ ეტაპისთვის სავალდებულო ვაქცინაციას არ განვიხილავთ, რადგან ექიმებმა ყველაზე კარგად იციან, თუ როგორი მნიშვნელოვანია ვაქცინაცია. აქედან გამომდინარე, ველოდებით, როდის მიიღებენ <მოქალაქეები> დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას“, - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.