მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკატერინე ტიკარაძე გარდაბნის მოსახლეობას თხოვნით მიმართავს

5f1811701baa2
თელარა გელანტია
22.07.20 14:09
1371
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მოსახლეობას მიმართავს. როგორც სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ტიკარაძის შეფასებით, ინფიცირების დღეს დადასტურებული შემთხვევა საგანგაშო არაა.

"24 შემთხვევა ეს არის საყურადღებო, თუმცა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მივმართავ, რომ ეს არ არის საგანგაშო. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ის ღონისძიება, რომელიც არის მოწოდებული მსოფლიო ჯანდაცვის ორანიზაციისგან, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან უნდა იქნეს ზედმიწევნით დაცული და მე კვლავ მივმართავ მოსახლეობას, რომ გამოიჩინონ სოციალური პასსუხისმგებლობა, დაიცვან სოციალური დისტანცირება, გამოიყენონ პირბადე და მიმართონ ყველა იმ ღონისძიებას, რომელიც არის 1 თებერვლიდან მოწოდებული“, - აცხადებს მინისტრი.

გარდა ამისა, ტიკარაძე გარდაბნის მოსახლეობას თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.

„გარდაბნის მოსახლეობას კი მინდა მივმართო თხოვნით, ითანამშრომლონ ჩვენს ეპიდემიოლოგებთან, რომლებიც ამ მომენტისათვის იმყოფებიან გარდაბანში და ატარებენ აქტიურ თერმოსკრინინგს და ასევე მიზნობრივ ტესტირებას, ვინაიდან ეს ყველაფერი უზრუნველყოფს იმ დაცულობას, რომ მთავრობას არ დასჭირდეს კიდევ ერთხელ მიმართოს უკიდურეს ზომებს, მოსახლეობის აქტიური ჩართულობა განაპირობებს კოვიდ ინფექციასთან ბრძოლის ყველაზე მნიშვნელოვან და კარგ იარაღს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს წარმატებას ამ ვირუსთან ბრძოლაში“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.