მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკატერინე ტიკარაძე: მომავალ კვირაში საქართველოში ჩინური ვაქცინა შემოვა

6062dd2ed4747
ინგა მურუსიძე
30.03.21 12:14
960
მომავალ კვირაში საქართველოში ჩინური ვაქცინა შემოვა. ინფორმაცია უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გააჟღერა.

მისი თქმით, საუბარია 100 ათას დოზა ვაქცინაზე, რომელიც ამ ეტაპზე "უნგრეთის მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან არის აღიარებული".

„შემდეგ კვირაში დამატებით გვექნება ჩინური ვაქცინა, რომელიც ასევე არის აღიარებული უნგრეთის მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან.

ეს იქნება 100 ათასი დოზა ვაქცინა. ჯანმო-სთან გვაქვს კონსულტაცია, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ, დაველოდოთ ჯანმოს აღიარებას თუ მოვიქცეთ უნგრეთის მსგავსად და დავიწყოთ ვაქცინაცია. ამ ინფორმაციას მოგაწვდით მოგვიანებით“, - განაცხადა ტიკარაძემ.