მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკატერინე ტიკარაძე სელექტიური კონტრაქტირების საკითხზე კლინიკების წარმომადგენლებს შეხვდა

61b08181eadc6
თელარა გელანტია
08.12.21 13:56
410
სამედიცინო სერვისების საყოველთაო ხელმისაწვდომობის პროგრამის ფარგლებში, ეკატერინე ტიკარაძემ სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებთან საკონსულტაციო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

"მხარეებმა ის პრინციპები და კრიტერიუმები განიხილეს, რომლებიც შესაძლოა, სელექტიური კონტრაქტირებისთვის იქნას გამოყენებული.

სელექტიური კონტრაქტირება არის ქმედითი მექანიზმი, რომლის საშუალებითაც მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტის მეტად გონივრული და ეფექტიანი მიმართვა იმ მაღალი სიმძლავრის სამედიცინო დაწესებულებებზე, რომლებიც პაციენტებისთვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მომსახურების მიწოდებაზე არიან ორიენტირებულნი", - წერია გავრცელებულ რელიზში.

მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ჰოსპიტლების შერჩევისას გათვალისწინებული იქნება საწოლფონდის საჭირო მოცულობა, ხარისხობრივი ინდიკატორები, კერძოდ მრავალპროფილური და მაღალტექნოლოგიური სერვისების მიწოდების შესაძლებლობები.

გარდა ამისა, გათვალისწინებული იქნება კლინიკების მონაწილეობა სამედიცინო საუნივერსიტეტო განათლების პროგრამებში, კერძოდ, COVID- 19-ის შემთხვევების მართვა და ვაქცინაციის პროგრამის განხორციელების პროცესი.

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სელექტიურ კონტრაქტირებას სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებიც მიესალმებიან და ამბობენ, რომ ამით ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო გაუმჯობესდება.

სელექტიური კონტრაქტირების პრინციპი საერთაშორისო აკრედიტაციის წახალისებასაც ითვალისწინებს.