მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკატერინე ტიკარაძე უპასუხოდ ტოვებს კითხვას, აიცრა თუ არა მეორე დოზით

61768d1c440a8
მარიამ ვარადაშვილი
25.10.21 15:06
1948
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე არ პასუხობს კითხვას, გაიკეთა თუ - არა ვაქცინის მეორე დოზა. 

“საერთოდ ვთვლი, რომ ნებისმიერი სამედიცინო მანიპულაცია არის ადამიანის ინდივიდუალური საკითხი და მისი გასაჯაროება არ შეიძლება.”

ამასთან, tv "მთავარის" ჟურნალისტის რეპლიკა - "მინისტრი პირველი დოზით ხომ საჯაროდ აიცრა", ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნული საჯარო ინტერესით ახსნა: “იმდენად ცხოველი ინტერესი გაგაჩნდათ, რომ ეს გავაკეთე".

ჯანდაცვის მინისტრი საჯაროდ “ასტრაზენეკას” ვაქცინით 23 მარტს აიცრა. ვაქცინა მან საჩხერის საავადმყოფოში გაიკეთა. 6 აგვისტოს კი მინისტრმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ვაქცინის მეორე დოზის გაკეთება არ დავიწყებია.