მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკატერინე ტიკარაძემ სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორად გიორგი ჩოგოვაძე დანიშნა

5e37cd49c2460
თელარა გელანტია
03.02.20 11:33
1491
სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორად გიორგი ჩოგოვაძე დაინიშნა.

აღნიშნულ პოზიციაზე გიორგი ჩოგოვაძე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ წარადგინა.

შეგახსენებთ: გიორგი ჩოგოვაძე საქართველოს აეროპოტების გაერთიანების დირექტორი 2019 წლის იანვრიდან 2020 წლის იანვრის ჩათვლით იყო. 2019 წლამდე მას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტი ეკავა. ჩოგოვაძე ამ თანამდებობაზე მარიამ ქვრივიშვილმა ჩაანაცვლა.

სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის შექმნის იდეა ეკატერინე ტიკარაძის მინისტრობის დროს გააქტიურდა.

პირველ ეტაპზე ჰოლდინგში 3 სახელმწიფო კლინიკა: "რესპუბლიკური საავადმყოფო," "ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო," და "ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი” გაერთიანდება.

ცნობისთვის: 2015 წელს საქართველოს მთავრობამ "საპარტნიორო ფონდს" სამართავად თბილისში მდებარე სამი მსხვილი კლინიკა - "რესპუბლიკური საავადმყოფო," "ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო," და "ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი” გადასცა. რამდენიმე კვირის წინ დავით საგანელიძის უწყებაში bm.ge-ის უთხრეს, რომ ეკატერინე ტიკარაძის მიერ სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის შექმნის დაანონსების შემდეგ, 2019 წლის 22 ნოემბერს ფონდმა მიმართა საქართველოს მთავრობას, რათა დაჩქარდეს იურიდიული ღონისძიებების გატარება ფონდის შვილობილი კომპანიის „კლინიკების მართვის კომპანიის“ მფლობელობაში არსებული კლინიკების ჯანდაცვის სამინისტროსთვის გადასაცემად.