მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკის ახალი მინისტრი ლევან დავითაშვილი – ბიოგრაფია

6203ae4b6aa8a
ვიქტორია მღებრიშვილი
09.02.22 16:00
3233
"ლევან დავითაშვილი განათლებით ეკონომისტია. მას კარგი განათლება, ცოდნა და ახლა უკვე გამოცდილება აქვს დაგროვილი და მჯერა, წარმატებული ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი იქნება - ასე წარადგინა ეკონომიკის ახალი მინისტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მთავრობის მეთაურმა ლევან დავითაშვილის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის პერიოდზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ უწყებაში მან 5 წელიწადში ბევრი საინტერესო რეფორმა გაატარა.

„ეკონომიკის მინისტრად დაინიშნა ლევან დავითაშვილი. მას დიდი წარდგენა არ სჭირდება, ყველა კარგად იცნობს მას, მის საქმიანობას. ლევანი იყო წარმატებული გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. ბოლო 5 წლის განმავლობაში ის ერთგულად ემსახურა სამინისტროს, ქვეყანას, თავის საქმეს და ძალიან ბევრი საინტერესო რეფორმა განახორციელა ამ სამინისტროში. ლევან დავითაშვილი ეკონომიკის მინისტრად დაინიშნა. იგი განათლებით ეკონომისტია, მას კარგი განათლება, ცოდნა და გამოცდილება აქვს დაგროვილი ახლა უკვე და მჯერა წარმატებული ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი იქნება. ამავდროულად ლევანი ვიცე-პრემიერია და შეუნარჩუნდება ეს თანამდებობა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ლევან დავითაშვილის ბიოგრაფია

ეკონომიკის ახალი მინისტრი 1978 წელს დაიბადა და 1995 - 1999 წლებში თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ბაკალავრის ხარისხი მიიღო; 1999 - 2001 წლებში თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნესის მართვის მაგისტრი გახდა, ხოლო 2002 - 2003 წლებში კი მილანის პოლიტექნიკური მენეჯმენტის სკოლის ბიზნესის მართვის მაგისტრის წოდება მიიღო. ფლობს ინგლისურს, რუსულსა და იტალიურს.

რაც შეეხება მის სამუშაო გამოცდილებას, ლევან დავითაშვილი 2016 წლის 9 სექტემბრიდან - 2017 წლის 15 დეკემბრამდე საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობას, ხოლო და შემდეგ 2017 წლის 15 დეკემბრიდან - დღემდე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტს იკავებდა.

პარალელურად ის 2021 წლის 12 ივლისიდან, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის პერიოდში, ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე დაინიშნა, რომელსაც დღემდე ინარჩუნებს.

2014 წლის 5 ნოემბრიდან 2016 წლის 8 სექტემბრამდე საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა;

2012 წლის 4 დეკემბრიდან - 2014 წლის 5 ნოემბრამდე საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი იყო;

2010-2011 წწ-ში საქართველოს ღვინის მწარმოებელთა კავშირის გამგეობის წევრი და თავმჯდომარის ადგილს იკავებდა;

2009 წლიდან 2012 წლის დეკემბრამდე შპს SCHUCHMANN WINES GEORGIA-ს გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორი იყო;

2007-2009 წწ-ში USAID - ის სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტის Ag Vantage - ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ადგილი ეკავა;

2002-2007 წწ-ში კი კერძო სექტორში შპს „წინანდლის ძველი მარნის“ გენერალური მენეჯერი იყო;

1999-2001 წწ-ში მსოფლიო ბანკის საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მართვის დახმარების ცენტრი (CERMA) - ის მთავარი ბიზნეს - კონსულტანტი იყო;

1999 წელს სამი თვის განმავლობაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სოციალური გადასახადების დეპარტამენტის უფროსი იყო;

ლევან დავითაშვილმა თავისი კარიერა 1997 – 1999 წლებში საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სადაზღვევო რეგულაციებისა და სტანდარტების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობიდან დაიწყო;