მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკის გახსნა 27 აპრილიდან დაიწყება და 6 ეტაპი გაგრძელდება - თითოეული ეტაპის დეტალები

5ea2d35d88d98
შოთა ტყეშელაშვილი
24.04.20 15:44
11445
მთავრობამ წარადგინა ანტიკრიზისული გეგმა, რომლის მთლიანი მოცულობაც დაახლოებით 3.5 მილიარდით განისაზღვრება. საუბარია უმუშევრად დარჩენილების, დამსაქმებლების, სოციალურად დაუცველების, პენსიონერების და სხვა ჯგუფების დახმარებაზე.  ასევე გეგმა მოიცავს ეკონომიკის გახსნის ეტაპებს, რომლის პირველი ნაწილიც 27 აპრილს იწყება და ის ქვეყანაში ავტომობილების გადაადგილებას შესაძლებელს ხდის, ასევე გაიხსნება ონლაინ-ვაჭრობა, შეუფერხებლად მოხდება მიტანის სერვისის ოპერირება, ასევე გაიხსნება ღია ტიპის აგრარული ბაზრები. შემდეგ ეტაპებზე კი გაცილებით უფრო მეტი საქმიანობა გახდება ნებადართული. 

მთავრობის განმარტებით ამ 6 ეტაპს შორის შუალედი საშუალოდ 2 კვირა იქნება და ყოველ მომდევნო ეტაპზე გადასვლა დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზზე. უფრო დეტალურად, ეს ეტაპები ასეთია: