მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკის გახსნის მესამე ეტაპზე საცალო და საბითუმო მაღაზიები ამოქმედდება

5ea2ca0883151
თათია ჩაფიჩაძე
24.04.20 15:10
2018
კორონავირუსის პანდემიის პირობებში ეკონომიკის გახსნის მესამე ეტაპზე სავაჭრო მოლების გარდა საცალო და საბითუმო მაღაზიები გაიხსნება. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, მესამე ეტაპის გახსნა შეეხება ღია ტიპის ბაზრობებს, წარმოებებს და საგამომცემლო საქმიანობას.

პანდემიის პირობებში ეკონომიკის გახსნას მთავრობა ეტაპობრივად აპირებს, ფაზებს შორის 2-კვირიანი შუალედი იქნება. პირველ ეტაპზე ანუ 27 აპრილიდან ავტომობილებით გადაადგილება დასაშვებია, ღია აგრარული ბაზრები იხსნება. მეორე ეტაპზე დასაშვები ხდება მშენებლობა; - მშენებლობის ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობა; - სამშენებლო მასალების წარმოება; ავტოსამრეცხაოები და ავტოსერვისები სრულად; კომპიუტერების პირადი საყოფაცხოვრებო საქონლის რემონტი; სარეკრეაციო ზონების ფუნქციონირება.

„მესამე ეტაპი ეს გახლავთ საცალო და საბითუმო მაღაზიები გარდა მოლებისა, რაც მნიშვნელოვანია რომლებსაც გააჩნიათ დამოუკიდებელი შესასველი ქუჩიდან. ეს ნიშნავს იმას, რომ მესამე ეტაპზე ჩვენ დიდწილად ვაჭრობას უკვე ვხსნით ყველა ტიპის ღია ბაზრობა, ყველა ტიპის წარმოოება და საგამომცემლო საქმიანობა. ეს გახლვათ მესამე ეტაპის გახსნა“ - აღნიშნა გახარიამ.