ჩემი ხმები თუ იქნება გადამწყვეტი, მთავრობაშიც მე ვიქნები გადამწყვეტი. წერტილი, - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" ლიდერმა "ტვ პირველის" გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.
გიორგი გახარიას თქმით, კოალიცია არც ივანიშვილთან და არც სააკაშვილთან არ იქნება.
„ჩვენ არ ვებრძვით ოცნებას, ვებრძვით ქვეყნის მმართველობის მანკიერ მეთოდებს, რომელიც ახასიათებდა „ნაციონალურ მოძრაობასაც“ და რომელიც ამ მანკიერი მეთოდებით ცდილობს დაბრუნდეს რევანშით ხელისუფლებაში. ჩვენი მთავარი ამოცანა, რასაც ადამიანები მეუბნებიან, მდგომარეობს იმაში რომ „დაამარცხოთ "ოცნება" ისე, რომ „ნაციონალებს“ არანაირი შანსი არ ჰქონდეს ხელისუფლებაში დაბრუნების“. მე, კოალიციის ამომრჩეველი ვარ, მაგრამ ეს კოალიცია სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს. კოალიცია უნდა ეფუძნებოდეს ფასეულობებს და ვერანაირი ერთობლივი ფასეულობები „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ვერ მექნება", - განაცხადა გახარიამ.
- თქვენი ხმები რომ იყოს გადამწყვეტი , {„ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“}, ორივეს გაემიჯნებით?
- ჩემი ხმები თუ იქნება გადამწყვეტი, მთავრობაშიც მე ვიქნები გადამწყვეტი. წერტილი, გაითვალისწინეთ ეს. თქვენ რა გგონიათ ამ გადამწყვეტ ხმებს მიშა სააკაშვილს ან ბიძინა ივანიშვილს ვაჩუქებ?
- ამიტომ, ვერ ვხვდები, სად მიდის {ამ შემთხვევაში თქვენი ხმები}.
- ვნახავთ.