მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკის სამინისტრო ითვლის, რა გავლენა ექნება კორონავირუსს საქართველოს ეკონომიკაზე

5e5cdcb24a68a
თელარა გელანტია
02.03.20 14:13
2078
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მუშაობს კორონავირუსის გავრცელების შედეგად საქართველოს ეკონომიკაზე გამოწვეული ეფექტის დაანგარიშებაზე, რის შესახებაც დეტალურ ინფორმაციას უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ სხდომაზე წარუდგენს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისი განმარტებით, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია, რა პოტენციური გავლენა შეიძლება მოახდინოს კორონავირუსის გავრცელებამ ქართულ ეკონომიკაზე.

„საკოორდინაციო საბჭოს მიეწოდა ინფორმაცია არსებული ტენდენციების შესახებ. მოგეხსენებათ, ეკონომიკური ეფექტი უკვე თვალსაჩინოა მსოფლიოს მასშტაბით, თუმცა ეს მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული თავად ვირუსის სეზონურობასა და გავრცელების არეალზე“, - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

ამასთან, მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ საკოორდინაციო საბჭოს მითითების შესაბამისად, „საქართველოს რკინიგზა,“ პრევენციის მიზნით, რკინიგზის სადგურებსა და მატარებლებში სადეზინფექციო სამუშაოებს განახორციელებს.