მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკის სამინისტროს ყოფილ შენობაში Hualing $45 მლნ-ის ინვესტიციას ახორციელებს - ადგილზე სასტუმრო შენდება

61b1edbf5c981
ელენე გოგბერაშვილი
10.12.21 09:00
1372
"ჰუალინგ ჯგუფი" ჭანტურიას ქუჩაზე ეკონომიკის სამინისტროს ყოფილ შენობაში სასტუმროს 2023 წელს გახსნის. როგორც ინვესტორ კომპანიაში bm.ge-ს განუცხადეს, ამ ეტაპზე ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც 2023 წლის აგვისტოში დასრულდება. რაც შეეხება ინვესტიციას, როგორც ჰუალინგში აცხადებენ, ობიექტის შესყიდვის ჩათვლით ჯამში განხორციელებული იქნება $45 მილიონის ინვესტიცია.

ჰუალინგმა ჭანტურიას ქუჩაზე მდებარე ეკონომიკის სამინისტროს ყოფილი შენობა, კერძოდ 4 210 კვ. მეტრი ფართი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები აუქციონის გზით $9.4 მილიონად იყიდა. საინვესტიციო ვალდებულების სახით ინვესტორმა ადგილზე მინიმუმ 100 ნომრიანი სასტუმრო უნდა მოაწყოს.

თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ მშენებლობის ნებართვა 2019 წლის 26 ნოემბერს გასცა, რომლის მიხედვითაც მშენებლობის ვადად 2023 წლის 27 ოქტომბრამდე პერიოდი განისაზღვრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები