მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკის სექტორები, რომლებშიც 2019 წელს ყველაზე მეტი FDI ჩაიდო

5e6749b54a2ef
შოთა ტყეშელაშვილი
10.03.20 12:05
1210
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2019 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნულ პერიოდში FDI-იმ $1.267 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის მაჩვენებელთან შედარებით 0.2%-ით მეტია. 

საქსტატის ინფორმაციით, მთლიან ინვესტიციებში რეინვესტიციებზე მთლიანი ინვესტიციების 48%, ანუ $612.5 მილიონი აშშ დოლარი მოდის. 

სექტორების მიხედვით, პირველ ადგილზე საფინანსო სექტორია, რომელშიც გასულ წელს $261.7 მილიონის ინვესტიცია ჩაიდო, ეს 2018 წელთან შედარებით 3%-ით ნაკლებია. მეორე ადგილზე ენერგეტიკაა, სადაც $193.9 მილიონის FDI ჩაიდო, ეს 2018 წელთან შედარებით 61%-ით მეტია. 

სრულად, ინვესტიციების რეიტინგი 2019 წლის მდგომარეობით ცალკეული სექტორების მიხედვით ასე გამოიყურება:

საფინანსო სექტორი - $261 753 515 კლება წინა წელთან შედარებით -3% ;
ენერგეტიკა - $193 916 208 ზრდა წინა წელთან შედარებით 61% ;
სასტუმროები და რესტორნები - $157 501 455 ზრდა წინა წელთან შედარებით 102% ;
მშენებლობა - $118 481 710 კლება წინა წელთან შედარებით -32% ;
ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა - $116 896 049 კლება წინა წელთან შედარებით -28% ;
დამამუშავებელი მრეწველობა - $102 241 801 კლება წინა წელთან შედარებით -27% ;
ტრანსპორტი - $71 474 012 კლება წინა წელთან შედარებით -65% ;
სამთომოპოვებითი მრეწველობა - $68 695 342 ზრდა წინა წელთან შედარებით 10% ;
კავშირგაბმულობა - $45 422 037 კლება წინა წელთან შედარებით -213% ;
ჯანმრთელობის დაცვა და სოც. დახმარება - $13 830 707 ზრდა წინა წელთან შედარებით 11% ;
სოფლის მეურნეობა, თევზჭერა - $13 659 162 ზრდა წინა წელთან შედარებით 513% ;
უძრავი ქონება - $-32 388 971 კლება წინა წელთან შედარებით -125% .
დანარჩენი სექტორები - $253 137 437 ზრდა წინა წელთან შედარებით 116%.

ქვეყნების მიხედვით, სრული რეიტინგი ასეთია:

1 გაერთიანებული სამეფო - $247 783 708 ზრდა წინა წელთან 39% ;
2 თურქეთი - $236 524 610 ზრდა წინა წელთან 377% ;
3 ირლანდია - $132 728 709 ზრდა წინა წელთან 4103% ;
4 აშშ - $99 017 100 კლება წინა წელთან -3% ;
5 პანამა - $78 124 815 ზრდა წინა წელთან 5% ;
6 ნიდერლანდი - $52 898 249 კლება წინა წელთან -75% ;
7 რუსეთი - $50 541 859 კლება წინა წელთან -27% ;
8 ჩინეთი - $40 411 732 კლება წინა წელთან -47% ;
9 იაპონია - $39 205 347 ზრდა წინა წელთან 710% ;
10 აზერბაიჯანი - $38 394 528 კლება წინა წელთან -84% ;
11 ლუქსემბურგი - $36 491 324 კლება წინა წელთან -27% ;
12 დანია - $30 614 158 ზრდა წინა წელთან 101% ;
13 კორეა - $21 447 606 კლება წინა წელთან -34% ;
14 ისრაელი - $19 209 539 კლება წინა წელთან -712% ;
15 კვიპროსი - $18 496 243 კლება წინა წელთან -122% ;
16 საფრანგეთი - $18 113 316 კლება წინა წელთან -27% ;
17 ჩეხეთი - $18 096 762 კლება წინა წელთან -76% ;
18 არაბეთის გაერთიანებული ემირატები - $17 101 220 კლება წინა წელთან -43% ;
19 სომხეთი - $14 386 030 ზრდა წინა წელთან 46% ;
20 ესტონეთი - $12 469 560 კლება წინა წელთან -16% ;
21 ინდოეთი - $10 200 293 კლება წინა წელთან -341% ;
22 გერმანია - $7 920 199 კლება წინა წელთან -80% ;
23 უკრაინა - $7 589 799 ზრდა წინა წელთან 483% ;
24 ყატარი - $7 445 563 კლება წინა წელთან -2%.
25 დანარჩენი ქვეყნები - $10 555 309 ზრდა წინა წელთან 142% ;