მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკისთვის ნებისმიერი დახმარება, ავტომატურად, ჩვენი ხელშეწყობა იქნება - "იმედი L"

5ec05651c0c8d
ანუკა ჯოხაძე
17.05.20 12:08
883
“ქართული ეკონომიკისთვის ნებისმიერი დახმარება ავტომატურად ჩვენი ინდუსტრიის ხელშეწყობა იქნება”, - ამის შესახებ სადაზღვევო კომპანია “იმედი L”-ის გენერალურმა დირექტორმა გივი გიორგაძემ bm.ge-ისთან განაცხადა.

მისი პროგნოზით, იმის გათვლისწინებით, რომ ეკონომიკის კონკრეტული სექტორები უკვე რამდენიმე თვეა გაჩერებულია, სადაზღვევო სექტორს შემოსავლები საგრძნობლად შეუმცირდება.

კითხვაზე - თუ რა სჭირდება დღეს სადაზღვევო სექტორს, გიორგაძე პასუხობს, რომ ის საჭიროებები, რაც სექტორს პანდემიამდე ჰქონდა, დღესაც დღის წესრიგში დგას.

“ფაქტია, რომ შემოსავლის ნაწილში გვექნება გარკვეული დარტყმა. უბრალოდ, მე არ შემიძლია ვთქვა, რომ ეს დარტყმა იქნება საოცრად დიდი და არც იმის თქმა შემიძლია, რომ ეს იქნება უმნიშვნელო; ჩვენი ბაზრის ზომიდან გამომდინარე დარტყმა რაც იქნება, იქნება საგრძნობი. თუ დახმარება გვინდა დავარქვათ, ქართული ეკონომიკისთვის ნებისმიერი დახმარება ავტომატურად იქნება ჩვენი ინდუსტრიის ხელშეწყობა. ვფიქრობ, კონკრეტულად პანდემიას რაიმე ახალი საჭიროება ჩვენთვის არ წარმოუქმნია, ჩვენ რასაც პანდემიამდე ვთვლიდით, რომ ჩვენს ინდუსტრიას სჭირდებოდა და ვთვლიდით, რომ ჩვენი სექტორის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, ახლაც იგივე აზრზე ვართ“, - აცხადებს სადაზღვევო კომპანია “იმედი L”-ის გენერალური დირექტორი გივი გიორგაძე.