მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკური დანაშაულის აღკვეთით ბიუჯეტში 109 მლნ ლარზე მეტი იქნა მობილიზებული - მინისტრი

620e30f5e923b
ინგა მურუსიძე
17.02.22 15:43
1025
საქართველოს ფინანსთა მინისტრ, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მხოლოდ 2021 წელს საგამოძიებო სამსახურის მიერ, ეკონომიკური დანაშაულის ფარგლებში სახელმწიფოს სასარგებლოდ მობილიზებული იქნა 109 მლნ 340 627 ლარი. განცხადება მან პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მიუხედავად პანდემიისა, 2021 წელს საგამოძიებო სამსახური შეუფერხებლად განაგრძობდა ეკონომიკური დანაშაულის პრევენციას და მის წინააღმდეგ ბრძოლას. მხოლოდ 2021 წელს სახელმწიფოს სასარგებლოდ მობილიზებული იქნა 109 მლნ 340 627 ლარი, რაც სამსახურის ფუნქციონირების მთელი პერიოდის მანძილზე, რეკორდულად მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენს“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.