მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა თანხა იყო მობილიზებული ეკონომიკური დანაშაულის პრევენციით 2022 წელს? - ლაშა ხუციშვილის განმარტება

641c1c8adbb67
ვიქტორია მღებრიშვილი
23.03.23 13:40
809
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ეკონომიკური დანაშაუელის პრევენციით სახელმწიფოს სასარგებლოდ 155 მლნ ლარამდე თანხის მობილიზება მოხდა, რაც საგამოძიებო სამსახურის ფუნქციონირების პერიოდისთვის რეკორდული შედეგია. ამის შესახებ წერია ფინანსთა მინისტრის ანგარიშში, რომელსაც ის პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში წარადგენს.

მან აღნიშნა, რომ ფინანსთა სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია ეკონომიკური დანაშაულის პრევენცია და მის წინააღმდეგ ბრძოლაა და საგამოძიებო სამსახურის მუშაობის გასული წლისა და მიმდინარე წლის განვლილი პერიოდის სტატისტიკა წარმოადგინა.

მისი ინფორმაციით:

• 2022 წელს, საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო 3 017 სისხლის სამართლის საქმეზე;

• გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 1 582 პირის მიმართ;

• სახელმწიფოს სასარგებლოდ მობილიზებულ იქნა 154 822 231 ლარი - რაც საგამოძიებო სამსახურის ფუნქციონირების მთელი პერიოდისთვის რეკორდულ შედეგს წარმოადგენს.

ასევე:

• დაყადაღდა 245 500 000 ლარის ღირებულების უძრავი და 13 000 000 ლარის ღირებულების მოძრავი ქონება, ასევე, საბანკო ანგარიშებზე არსებული 14 500 000 ლარი.

• გატარებული ღონისძიებების შედეგად, საქართველოს მასშტაბით ამოღებულია ჯამში 587 655 კოლოფი უაქციზო სიგარეტი;

• ამოღებულია 1 813 456 ლარის ღირებულების 29 530.78 გრ. ოქროსა და ძვირფასი ლითონის ნაკეთობანი, ხოლო სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმეულია 1 188 101 ლარის ღირებულების 14 640.69 გრ. ოქროსა და ძვირფასი ლითონის ნაკეთობანი;

• სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმეულია, მოტყუებით დაუფლებული 6 337 469 მლნ ლარის ღირებულების ჯამში 122 997 კვ.მ. მიწის ნაკვეთი;

• ზიანის დაფარვის უზრუნველსაყოფად, სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმეულ იქნა 7 ავტოსატრანსპორტო საშუალება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები