მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლაშა ხუციშვილი რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმების მოტივის შეფასებისგან თავს იკავებს

645c936e35a0d
თელარა გელანტია
11.05.23 11:02
599
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი რუსეთის მიერ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების მიზეზების შეფასებისგან თავს იკავებს.

კერძოდ, ჟურნალისტმა ჰკითხა - რა შეიძლება იყოს ვლადიმერ პუტინის ამ გადაწყვეტილების მიზეზი და მოტივი.

"ეს არის ცალმხრივად მიღებული გადაწყვეტილება, შესაბამისად, ამის მოტივაციის შესახებ განმარტება უნდა გააკეთოს იმ მხარემ, ვინც ეს გადაწყვეტილება ცალმხრივად მიიღო. ვგულისხმობ, როგორც სავიზო რეჟიმის შემოღებას, ისე - გაუქმებას", - თქვა მინისტრმა.

მთავრობის წევრებისგან განსხვავებით, რუსეთის პრეზიდენტის მხრიდან საქართველოსთან სავიზო რეჟიმისა და ავიამბერგოს გაუქმებას საქართველოს პრეზიდენტმა "მორიგი რუსული პროვოკაცია" უწოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები