მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლაშა ხუციშვილი გერმანიის ფინანსთა ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანს შეხვდა - რა განიხილეს

6491d437ac253
BM.GE
20.06.23 20:20
450
საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის სამთავრობო მოლაპარაკებების ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი გერმანიის ფინანსთა ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანს, ლუიზ ჰოლშერს შეხვდა.  

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი პარტნიორობის საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის სფეროები.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს სხვადასხვა სექტორში გერმანიის მთავრობის მიერ გაწეულ მხარდაჭერას და გამოთქვეს იმედი, რომ ეს პარტნიორობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლევან იზორია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები