მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელ-სალვადორი ბიტკოინის ობლიგაციების გამოშვებას გეგმავს

637ddf85903c2
გიორგი თოლორდავა
23.11.22 12:58
691
ელ-სალვადორის მთავრობა ბიტკოინის სუვერენული ობლიგაციების გამოშვებას გეგმავს. ეს იქნება ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო ბლოკჩეინზე დაფუძნებული კრიპტოაქტივის ფასიან ქაღალდს გამოუშვებს.

კანონმდებლების შეფასებით, ობლიგაციების გამოშვების წყალობით ელ-სალვადორის მთავრობა ინვესტორებისგან დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის მიღებას შეძლებს, აქედან 500 მილიონი დოლარის დახარჯვა "ბიტკოინის ქალაქის" მშენებლობაზე იგეგმება, დარჩენილი თანხა კი ციფრული რეზერვების გაზრდაზე და დამატებითი რაოდენობით ბიტკოინის შეძენაზე უნდა დაიხარჯოს.

ობლიგაციის შეძენის სანაცვლოდ ინვესტორები ბიტკოინის კასტოდიურ სერვისს და პერიოდულ პროცენტულ სარგებელს მიიღებენ, პერიოდის დასრულების ბოლოს კი მათ ძირი თანხა უნდა დაუბრუნდეთ.

ელ-სალვადორი მსოფლიოს პირველი სახელმწიფოა, რომელმაც ბიტკოინი ოფიციალურ ვალუტად და საგადახდო საშუალებად მიიღო. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მთავრობამ სახელმწიფო ბიუჯეტით დაახლოებით 2,400 ბიტკოინი შეიძინა, აღნიშნული აქტივის ღირებულება კი ამჟამად 40 მილიონ დოლარს შეადგენს.

მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, ელ-სალვადორი საშიშ ეკონომიკურ ექსპერიმენტს ატარებს, რომელიც ქვეყანაში ფინანსური არასტაბილურობის რისკებს მნიშვნელოვნად ზრდის.