მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბიტკოინი კაზინოს რულეტს ჰგავს, მას არავითარი ღირებულება არ გააჩნია" - უორენ ბაფეტი

6437e45f40cd8
გიორგი თოლორდავა
13.04.23 17:10
4629
ისტორიაში ყველაზე წარმატებული ამერიკელი ინვესტორის, უორენ ბაფეტის განცხადებით, ბიტკოინი კაზინოს რულეტს ჰგავს, რომელიც ზოგიერთ მოთამაშეს გამარჯვების შანსს აძლევს, თუმცა გემბლერების უმეტესობა, საბოლოო ჯამში, მაინც წაგებული რჩება.

„ბიტკოინი რეალურად არ არის არც ვალუტა, არც ფასიანი ქაღალდი და არც საქონელი. ეს კაზინოს მსგავსი გემბლინგისთვის შექმნილი თამაშია, რომელშიც წაგების შანსი თითქმის 100%-ია, გარდა უიშვიათესი შემთხვევებისა, რომელთა წარმატების შესახებაც მედიაში შოკისმომგვრელ სათაურებს კითხულობთ ხოლმე“, - აცხადებს ბაფეტი.

92 წლის ინვესტორის განმარტებით, კრიპტოაქტივების აბსოლუტურ უმრავლესობას არავითარი ფუნდამენტური, რეალური ღირებულება არ გააჩნიათ და მათ ფასს თითქმის სრულად განსაზღვრავს ტრეიდერების სპეკულაციური აქტივობა.

ბიტკოინთან მიმართებით ბაფეტი მთავარ პრობლემად იმას ასახელებს, რომ კრიპტოაქტივი თავისი არსებობით არაფერს არ ქმნის, მისგან არავითარი მატერიალური სარგებელი, პროდუქტი ან სერვისი არ იქმნება, რაც მას „უაზრო“ საინვესტიციო აქტივად აქცევს.

ბაფეტის მოსაზრებას იზიარებს მისი უახლოესი მეგობარი და ბიზნესპარტნიორი, ჩარლი მანგერიც, რომელიც ბიტკოინს თაღლითურ ფინანსურ პირამიდას უწოდებს, რომელიც აშშ-ის მთავრობამ სრულად უნდა აკრძალოს, ისევე როგორც ეს ჩინეთის მმართველმა კომუნისტურმა პარტიამ ქნა.

აღსანიშნავია, რომ უორენ ბაფეტისა და ჩარლი მანგერის ხელმძღვანელობით Berkshire Hathaway პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულ საინვესტიციო ჰოლდინგად იქცა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 690 მილიარდ დოლარს აღწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები