მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენმა მოქალაქემ მიიღო ფინანსური დახმარება Covid-პანდემიის დროს? - NDI-ს კვლევა

60599f130c388
ინგა მურუსიძე
23.03.21 11:55
900
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის თანახმად, კორონავირუსის პანდემიის გამო დახმარება ან შემწეობა 2020 წლის აგვისტოში გამოკითხული მოსახლეობის 43%-მა მიიღო, ხოლო 57% ამბობდა, რომ დახმარება არ მიუღია.

იგივე კვლევა ჩატარდა 2021 წლის თებერვალში და უკვე ამ პერიოდში გამოკითხულთა 40% ამბობს, რომ დახმარება მიიღო, ხოლო 60% აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემიის განმავლობაში შემწეობა არ მიუღია.

NDI-ს კვლევაში წერია, რომ როგორც აგვისტოში(48%), ისე თებერვალში(52%), მოქალაქეთა თითქმის ნახევარი მათ შორის, ვინც დახმარება მიიღო, ამბობს, რომ მთავრობის დახმარება საკმარისია.

ინფორმაციისთვის, კვლევა 2021 წლის 17-24 თებერვლის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,024 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.

გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.