მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელოდება თუ არა ქვეყანა დამატებით ტესტებს? - რა პასუხი აქვს მინისტრს

5ea9608847f71
ინგა მურუსიძე
29.04.20 14:46
603
მარაგების შევსებაზე მუდმივად ვმუშაობთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

„ტესტების ახალ მარაგს ჩვენ ველოდებით, ვინაიდან თქვენ იცით, რომ მარაგების შევსებაზე მუდმივად ვმუშაობთ. გუშინ ჩვენ მივიღეთ როგორც ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, ისე 40 ათასი PCR-ტესტი და 20 ათასი სწრაფი ტესტი. გუშინ გვქონდა შეხვედრა კლინიკურ ჯგუფთან და მათგან წამოვიდა ინიციატივა მიზნობრივი ჯგუფების გაფართოების შესახებ. თუმცა ტესტირების გაფართოების დეტალები უნდა დავაზუსოთ ქვემდებარე უწყებასთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრთან, რის შემდეგაც მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ტიკარაძემ.