მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„Elvis“ სისწრაფით მომხმარებლამდე - ქართული დელივერის სტარტაპ კომპანია

5fe33e451ef88
ვიქტორია მღებრიშვილი
23.12.20 17:37
3204
ქართული სტარტაპ კომპანია „Elvis”-ი, რომელიც ბაზარზე პანდემიის დროს, სულ რაღაც 1 თვის წინ გამოჩნდა, მომხმარებელს რესტორნებიდან საკვების მიტანის სერვისს „Elvis”-ის სისწრაფით სთავაზობს. „ელვისი“ ქართული მიტანის სერვისია და აქ იხარშება ის უპირატესობები, რითაც ბაზრის საკმაოდ დიდი წილის მოცვას და მომხმარებლისთვის კომფორტული პირობების შეთავაზებას ვაპირებთ“, - აღნიშნა BM.GE-ისთან საუბრისას კომპანიის დირექტორმა გიორგი ყანჩაველმა.

„Elvis”-ის მულტიფუნქციური პლატფორმა მოიცავს ყველა იმ მახასიათებელს, რომელიც საჭიროა მომხმარებლის, კურიერისა და პარტნიორი კომპანიის ეფექტური კომუნიკაციისთვის. პლატფორმის დახმარებით, მომხმარებელს საშუალება აქვს, შეიძინოს საკვები ან საცალო პროდუქტები და მიიღოს სწრაფი და საინტერესო მიწოდების სერვისი გამჭირვალობის და პასუხისმგებლობის მაღალი მაჩვენებლით.

„კომპანია 3 ძირითად ფასეულობაზე დავამყარეთ: ვყოფილიყავით მომხარებლისთვის ყველაზე საყვარელი აპლიკაცია; შეგვექმნა საუკეთესო სამუშაო გარემო კურიერებისთვის და გავმხდარიყავით საუკეთესო პარტნიორები რესტორნებისთვის. გვინდა, რომ სამივე ფლანგზე ლოიალური მიდგომებით, მეგობრული დამოკიდებულებით და ელვის სისწრაფით მიტანის სერვისით ფავორიტი კომპანია ვიყოთ. სწორედ ამ ფასეულობებზე დავაფუძნეთ კომპანია და არა მოგების მიღების მიზნით. ეს ითვალისწინებს ჩვენი მხრიდან ბიზნეს დათმობებზე წასვლას და ისეთი მომსaხურების მიწოდებას, რომელშიც არ იქნება დისკოფორტის შემთხვევები. ბაზარზე არსებული სხვადასხვა კომპანიები არაპირდაპირი მიტანით ოპერირებენ. ჩვენი უპირატესობა კი, სწორად გათვლილი ბიზნეს პროცესებია, რომელიც საშუალებას გვაძლევს დამზადებიდან რამდენიმე წუთში მომხმარებლებს მივუტანოთ პროდუქტი ისე, რომ მან არ დაკარგოს კვებითი ღირებულება“, - განმარტავს Elvis-ის თანადამფუძნებელი თორნიკე ტურიაშვილი.

კომპანიის დამფუძნებლების ინფორმაციით, დღეს ბაზარზე არსებული კრიზისის ფონზე ბოლო პერიოდში რესტორატორების მიერ ე.წ. დელივერი სერვისების მიმართულებით გამოთქმულ პრეტენზიებზე საპასუხოდ Elvis-მა რესტორატორებს სერვისით სარგებლობა მათზე მორგებული პირობებით შესთავაზა. ლოიალური და პარტნიორული მიდგომებით ხსნიან იმასაც, რომ დღეს Elvis-ის აპლიკაციით და მომსახურებით 60-ზე მეტი რესტორანი სარგებლობს და 150 რესტორანი დამატების პროცესშია. კვირის ბოლომდე კი, მომხმარებელი აპლიკაციით კერძების გამოწერას 70-80 რესტორნიდან შეძლებს.

„არსებული რეალობიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ ჩვენი პარტნიორი რესტორნებისთვის ხელი შეგვეწყო და დავგეგმეთ, რომ ყველა ის რესტორანი, რომელიც Elvis-ის აპლიკაციაში ჩაებმება, 3 თვის განმავლობაში შეღავათიან პირობებით ისარგებლებს, ხოლო სამი თვის შემდეგ ეს პირობები გადაიხედება. ეს პერიოდი გვეხმარება იმაში, რომ ტვირთად არ დააწვეს დელივერის სერვისი მათ მომსახურებას. თანამშრომლობა თითოეულ მათგანთან ინდივიდუალური პირობების მიხედვით ხორციელდება“, - აღნიშნა კომპანიის პარტნიორმა გიორგი კონტუაძემ.

რამდენიმე თვეში სტარტაპერები თბილისის გარდა სერვისის რეგიონებში გაფართოებას გეგმავენ, ხოლო ქართული ბაზრის ათვისების შემდეგ, საერთაშორისო ასპარეზზე დღეს უკვე ცნობილი საერთაშორისო მიტანის კომპანიებისთვის კონკურენციის გაწევას ისახავენ მიზნად.

„საქართველოში ქართული ტვინების მიერ გაკეთებული ციფრული გადაწყვეტები შეიძლება გავიდეს ექსპორტზე და ამის პოტენციალს ვხედავთ. გვჯერა, რომ იმ წარმატებით, რომლითაც უცხოური კომპანიები შემოდიან ჩვენთან, ჩვენც შეგვიძლია იმათ მოედანზე გასვლა და თაmაში“, - უთხრა BM.GE-ის „ელვისის“ თანადამფუძნებელმა თორნიკე ტურიაშვილმა.