„იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეკონომიკისა სამინისტრომ წიაღისეულის ლიცენზიების პრივატიზების ახალი ინიციატივა ერთპიროვნულად მიიღო“, - ამის შესახებ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული.
EMC წიაღისეულის მოპოვების 100 ახალი ლიცენზიის გაცემის ინიციატივას ეხმაურება და იმ არგუმენტებს აყალიბებს, რომლის საფუძველზეც სახელმწიფომ „100 შეთავაზება ბიზნესის“ ფარგლებში ახალი ინიციატივით სასარგებლო წიაღისეულის ლიცენზიის აუქციონზე გაყიდვა უნდა შეაჩეროს.
„მიგვაჩნია, რომ ეს ინიციატივა „საქართველოს წიაღის სექტორის სტრატეგიის” დოკუმენტს ეწინააღმდეგება და ბუნებრივი რესურსების დემოკრატიული, გამჭირვალე და სათანადო ცოდნაზე დაფუძნებული მართვის პრინციპებთან შეუსაბამოა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება აგრძელებს პრივატიზაციისა და აუქციონის წესით ლიცენზიების გაცემის პრაქტიკას, მიუხედავად იმისა, რომ ტყიბულში, ჭიათურასა და სხვა რეგიონებში დაგროვებული გამოცდილება ამ პოლიტიკის სოციო-ეკონომიკურ და ეკოლოგიურ მდგრადობას ეჭვქვეშ აყენებს, ხოლო 2019 წლის დეკემბერში დამტკიცებული “წიაღის სექტორის სტრატეგია” სამთო-მოპოვებით სექტორში არსებულ მნიშვნელოვან საკანონმდებლო ჩავარდნებზე მიუთითებს, რომელთა აღმოუფხვრელად მოპოვების ლიცენზიების გაცემის მასშტაბური ტალღის წამოწყება უკიდურესად საფრთხის შემცველია.
იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ წიაღისეულის ლიცენზიების პროაქტიულად პრივატიზების ეს ახალი ინიციატივა ერთპიროვნულად მიიღო და მას ადგილობრივი მოსახლეობის, ექსპერტების და სხვა დაინტერესებული პირების ჩართულობა და გაფართოებული მსჯელობები წინ არ უძღვოდა. ასევე პრობლემურია პრივატიზაციის დაჩქარებული ტემპიც - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, 30 იანვარს 100 წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის აუქციონზე გამოტანა “მომავალი კვირიდან” ივარაუდა. ბუნებრივი წიაღის მოპოვების ლიცენზიების გასხვისების დაანონსებული პროცესი უპირატესობას მოკლევადიან ეკონომიკურ სარგებელს ანიჭებს და გრძელვადიანი სოციალური, ეკოლოგიური და მათ შორის ეკონომიკური ხარჯების სათანადო გათვალისწინებას ვერ უზრუნველყოფს.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობასა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს:
• საქართველოს წიაღის სექტორის სტრატეგიის დოკუმენტში აღწერილი საკანონმდებლო ჩავარდნების გამოსწორებამდე თავი შეიკავოს ბუნებრივი რესურსების გასხვისებისგან.
• “წიაღის სექტორის სტრატეგიაში” გამოვლენილი ჩავარდნების გათვალისწინებით გადაიხედოს მოპოვების ლიცენზიების გაცემის არსებული წესები. შეფასდეს არსებული ლიცენზირების სისტემის გრძელვადიანი სოციო-ეკონომიკური და ეკოლოგიური შედეგები.
• უზრუნველყოს მუნიციპალიტეტების და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა ბუნებრივი რესურსების მართვის პროცესში“, - ნათქვამია EMC-ის პუბლიკაციაში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ