გამოქვეყნდა ENKA Insaat-ის 2021 წლის ფინანსური ანგარიში, რომლიდანაც ირკვევა, რომ სახელმწიფოსა და ENKA Renewables-ს შორის “ნამახვაჰნესის” მშენებლობასთან დაკავშირებით არსებული საინვესტიციო ხელშეკრულება ოფიციალურად არის გაწყვეტილი. ამასთან, ფინანსურ ანგარიშში მითითებულია, რომ კომპანიამ “ნამახვანის” ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისთვის გაწეული ინვესტიცია და შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა $40.4 მილიონი დოლარის ოდენობით ჩამოწერა.
ENKA საქართველოში ჯამში $800 მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავდა.
ENKA-მ 2021 წლის სექტემბერში განაცხადა, რომ “ფორს-მაჟორის” გათვალისწინებით საინვესტიციო ხელშეკრულებას გაწყვეტდა, რასაც მოყვა მთავრობის განმარტება, რომ ხელშეკრულების შენარჩუნების მიზნით კომპანიასთან მოლაპარაკებებს გააგრძელებდნენ. როგორც ENKA-ს ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, საქართველოს მთავრობამ ვერ დაარწმუნა კომპანია, რათა კონტრაქტი შენარჩუნებულიყო.
“ჯგუფის 90%-იანი მფლობელობის ქვეშ მყოფმა შპს ENKA Renewables-მა გაწყვიტა 2019 წლის 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, ფლობა, ოპერირების ხელშეკრულება, რომელიც გაფორმებული იყო საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდთან, ესკოსთან და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან.
ხელშეკრულების გაწყვეტა მოხდა საქართველოს მთავრობის მხრიდან პირობების დარღვევის და ფორს-მაჟორის გამო. იმის გამო, რომ საწარმოო დანადგარები და აღჭურვილობა ასევე სხვა საკუთრება ვერ იქნება გამოყენებული, კომპანიამ ის საბალანსო ღირებულებით - $40,389,000 ჩამოწერა,”- ნათქვამია ENKA INSAAT-ის ფინანსურ ანგარიშში.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის გაზაფხულზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ პროექტი არსებული სახით არ განხორციელდებოდა. მთავრობამ გამოაცხადა “მორატორიუმიც” და კომპანიას გარკვეული პერიოდით კაშხლის მშენებლობის დაწყებაც აუკრძალა. აქედან რამდენიმე თვეში ENKA-მ ფორს-მაჟორის და კონტრაქტის პირობების დარღვევის შესახებ განაცხადა და ხელშეკრულების გაწყვეტისთვის დაიწყო მზადება.
საქართველოს მთავრობამ პროექტზე ბოლო კომენტარი 21 თებერვალს გააკეთა, მაშინ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თქვა, რომ მოლაპარაკებები იურისტების დონეზე მიმდინარეობდა.
“კომპანია ენკას თავისი პრეტენზია გააჩნია, ისინი შეფერხდნენ მუშა პროცესში. მათ ასევე გარკვეული წინადადებები აქვთ, საიდანაც რაღაცას ვითვალისწინებთ, რაღაცას არა. ეს არის სამართლებრივი პროცესი და ვიდრე არ იქნება სამართლებრივი პროცესის პროგრესი, ჩვენ დამატებით ინფორმაციას ვერ მოგაწვდით. ჩვენი მხრიდან ჩართულია საექსპერტო, საკონსულტაციო და იურიდიული კომპანიები,"-განაცხადა მინისტრმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი