მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ENKA-ს დირექტორი: საერთო კონსესუსის გარეშე შეუძლებლად მიმაჩნია ნამახვანჰესის პროექტის განხორციელება

6097c95844294
ელენე გოგბერაშვილი
09.05.21 15:44
1804

ENKA-ს ქართველი დირექტორი, მერაბ ლომინაძე აცხადებს, რომ ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი საკმაოდ კვალიფიციურია და ერთადერთი პრობლემა, რაც მათი მხრიდან იდენტიფიცირებულია, არის კომუნიკაციის პრობლემა, არამარტო ხეობის მოსახლეობასთან, არამედ ზოგადად ქვეყნის მოსახლეობასთან და ყველა დაინტერესებულ ჯგუფთან.

მერაბ ლომინაძე ნამახვანჰესის პროექტის ხელმძღვანელად მარტში დაინიშნა. თურქულ კომპანია „ENKA-ში“ ქართველი დირექტორის დანიშვნა, ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას მიერ, რიონის ხეობის მცველებისთვის, 12 მარტს შეთავაზებული ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი პუნქტი იყო.

„მოგეხსენებათ ეს არ გახლავთ 5-20-50 მეგავატიანი ჰიდროელექტოსადგური, ეს გახლავთ 438 მეგავატიანი ჰიდროელექტოსადგური, ეს გახლავთ ყველაზე დიდი საინვესტიციო პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში და მე ვთვლი, რომ კომუნიკაცია ჯეროვნად უნდა შემდგარიყო საზოგადოების აბსოლუტურად ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რაც ცხადია ვერ შედგა. ძალიან ბევრი ხმა არ იქნა გაგონილი, ძალიან ბევრი წუხილი, როგორც ჩანს, არ იქნა მოსმენილი. ჩვენ მზად ვართ, რაც დავინახეთ, ყველა ეს ხარვეზი აღმოვფხვრათ და არაერთი პლატფორმა გამოვიყენოთ ამისთვის.

სამწუხაროდ უკუკავშირი ამ ეტაპზე არ არსებობს. სამწუხაროდ საგნობრივ დისკუსიაში ის მხარე, რომელიც აპროტესტებს ამ პროექტს, არ ერთვება, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ დიალოგის იქით გზა არ არსებობს. ეს იმ მასშტაბის პროექტია, რომელიც საჭიროებს ერთობლივ გადაწყვეტილებას და საერთო კონსენსუსს და თუ არ მოხდა აზრთა შეჯერება, მე შეუძლებლად მიამჩნია ეს პროექტი განხორციელდეს“-განაცხადა მერაბ ლომინაძემ „Forbesკვირასთან“ ინტერვიუში.

ლომინაძემ უპასუხა ასევე წამყვანის კითხვას, თუ რა ხდება მაშინ, თუ ჰესის ძირითად ნაგებობების მშენებლობაზე გამოცხადებული მორატორიუმის პერიოდში დიალოგი ვერ შედგა და საზოგადოება დარჩა იმ პოზიციაზე, რომ ჰესი არ უნდა აშენდეს...

„მაშინ ღრმად უნდა ჩავწვდეთ პრობლემას და იდენტიფიკაცია გაუკეთოთ, ვთანხმდებით თუ არა იმაზე, რომ ჩვენ ეს ქვეყანა გვიყვარს, ვთანხმდებით თუ არა, რომ ჩვენ ამ ქვეყნის მომავალს ვხედავთ იმ დასავლურ ღირებულებებზე დაყრდნობით, რომელიც დღეს არის ევროპაში, არის აშშ-ში, რისი ფუნდამენტიც და ქვაკუთხედიც გახლავთ საბაზრო ეკონომიკა, ქვეყნის პოლიტიკური სუვერენიტეტი, თუ ამაზე შევთანხმდებით დღის წესრიგში დადგება მეორე საკითხის განხილვა, თუ რა უზრუნველყოფს ჩვენი პოლიტიკური სუვერენიტეტის მდგრადობას, ეს საკითხი ცდება კომპანიის ინტერესებს, თუმცა ამაზე ვსაუბრობ როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე და ვამბობ იმას, რომ თუ ჩვენ გვინდა პოლიტიკური სუვერენიტეტი, ჩვენ ეკონომიკურადაც უნდა ვიყოთ დამოუკიდებლები.

ჩვენ თუ გვინდა ეკონომიკური დამოუკიდებლობა ენერგეტიკა არის ის ფუნდამენტი, რაზეც დღეს ეწყობა ეკონომიკა. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ელექტროენერგიის 35-40% არის იმპორტი ან იმპორტირებულ გაზზე გენერირებული ელექტროენერგია, მაშინ ზედმეტია რაიმე დამოუკიდებლობაზე საუბარი. მაშინ ქართველობას დღეს არა, ხვალ წაგვართმევენ 200-300 წლით.

ჩვენ ამაზე თუ არ შევჯერდით, არ არის საუბარი ენკაზე, არ არის საუბარი ნამახვანის პროექტზე, აქ არა არის საუბარი ამა თუ იმ დასკვნაზე, აქ არის საუბარი ქვეყნის მომავალზე“.