მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენტონი ფაუჩი: შემოდგომაზე კორონავირუსის დაბრუნება თითქმის გარდაუვალია

5eaa8e6822925
ნათია თაქთაქიშვილი
30.04.20 12:45
13382
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელის ენტონი ფაუჩის განცხადებით, შემოდგომაზე ახალი კორონავირუსის დაბრუნება თითქმის გარდაუვალია ან საერთოდ არც წავა. ამის შესახებ ინფორმაციას nbcnews-ი ავრცელებს.

"მე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ის დაბრუნდება", - თქვა მან. ფაუჩიმ ეს იმით ახსნა, რომ ახალი კორონავირუსი ძალიან გადამდებია და გლობალურად გავრცელებულია.

მისი განმარტებით, ყველა ასეთი ვირუსისთვის ცივი და მშრალი კლიმატი, როდესაც ადამიანები დახურულ შენობაში არიან შეკრებილნი, უკეთესი გარემოა, ვიდრე უფრო თბილი კლიმატი, თუმცა, მან არ იცის კორონავირუსის შემთხვევაში, ეს დიდ ცვლილებას მოიტანს თუ არა.

"რაც ახლა ვიცით, არის ის, რომ როდესაც ჩვენთან სტაბილიზაცია იწყება, აფრიკის სამხრეთით, ისეთ ადგილებში, როგორიცაა სამხრეთ აფრიკაში კვაზულუ-ნატალი, კეიპთაუნი და სხვა, ვირუსის შემთხვევები იზრდება".

სწორედ ამიტომ, მისი პროგნოზით, კორონავირუსი პლანეტიდან არ გაუჩინარდება. "ჩემი აზრით, კორონავირუსის დაბრუნება შემოდგომით თითქმის გარდაუვალია ან ის საერთოდ არც წავა. როცა ის დაბრუნდება, ის თუ როგორ გავუმკლავდებით მას, ეს ჩვენს ბედს განსაზღვრავს. თუ კორონავირუსის დაბრუნებამდე ყველა საჭირო საწინააღმდეგო ღონისძიებები დანერგილი იქნება, თავს კარგად გავართმევთ, წინააღმდეგ შემთვევაში კი, ცუდი შემოდგომა და ცუდი ზამთარია წინ", - ამბობს ფაუჩი.